"მე ვარ შავი, ლესბოსელი, ემიგრანტი" - თეთრი სახლის ახალმა პრესმდივანმა საკუთარ თავზე ისაუბრა
ამერიკის ადმინისტრაციის ახალმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველ ბრიფინგზე საკუთარ თავზე ისაუბრა. კარინ ჟან-პიერმა თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ ის შავკანიანი, ემიგრანტი და ლესბოსელიაა.
ამ მომენტამდე კარინ ჟან-პიერი ჯენი ფსაკის მოადგილე იყო. ის ტრიბუნასთან იდგა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯენი ფასკი ავად ხდებოდა ან შვებულებაში იმყოფებოდა.
თეთრი სახლიდან ფსაკის წასვლის შემდეგ, ჟან-პიერი გახდა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ოფიციალური წარმომადგენელი. პირველ ბრიფინგზე კარინმა გადაწყვიტა პირად ცხოვრებასა და კანის ფერზე ესაუბრა.
"ჩემი ყოფნა ამ პოდიუმზე წარმოადგენს რამდენიმე პირველის ყოფნას აქ. მე ვარ პირველი შავკანიანი, პირველი ლესბოსელი და ასევე პირველი იმიგრანტი, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა. მე დღეს აქ არ ვიქნებოდი, ჩემამდე რომ არ ყოფილიყო თაობები, რომლებმაც გადალახეს ბარიერები. მე მათ მხრებზე ვდგავარ“, - თქვა ჟან-პიერმა.
აღსანიშნავია, რომ სქესობრივი, ეროვნული და რასობრივი მრავალფეროვნება ბაიდენის დაპირებებია.