x
მეტი
  • 05.07.2022
  • სტატია:120559
  • ვიდეო:354533
  • სურათი:492632
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

image
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს ვერ მიაღწიეს საერთო პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე რაუნდთან დაკავშირებით, აცხადებს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი ჟოსეფ ბორელი.


"მეექვსე პაკეტზე ვერ შევთანხმდით. ეს საკითხი ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს დაუბრუნდება, ისინი დისკუსიას გააგრძელებენ."- განაცხადა მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.


ბორელმა განმარტა, რომ პრობლემა, როგორც ადრე, არის „უთანხმოება ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით“.


მანამდე მუდმივმა წარმომადგენლებმა უკვე სცადეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შეთანხმება, რის შემდეგაც საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს გადაეცა.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0