საქართველო "ნიკას დაჭერის მიზანი ოპოზიციური არხის ჩამოშლაა"- რას წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ? 2022, 16 მაისი, 20:23 "ნიკა გვარამია არის პოლიტპატიმარი. მისი დაჭერის მიზანი ოპოზიციური არხის ჩამოშლაა" - ამის შესახებ ამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ოპოზიციური არხის ჩამოშლა სჭირდებათ, რომ ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს დარჩნენ. "ნიკა გვარამია არის პოლიტპატიმარი. მისი დაჭერის მიზანი ოპოზიციური არხის ჩამოშლაა. ოპოზიციური არხის ჩამოშლა სჭირდებათ, რომ ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს დარჩნენ. ხელისუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ მეტი ჭამონ და მეტი აჭამონ საკუთარ შთამომავლობას. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ გასდით. გაუვათ მანამ, სანამ აქეთ გამჩერებელი ძალა არ იქნება. გამჩერებელი ძალა არის დიდი რაოდენობით გაბრაზებული ხალხი. ჯამი ჭურჭელია. ძაღლს ჯაჭვით აბამენ"- წერს ზურა ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჯოხაძის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლემ მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 136 1-ს მოსწონს
|