x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ისტორიული ფოტოები, რომლებიც ყველამ უნდა ნახოს

image

უამრავი რამ დარჩებოდა უცნობი რომ არა ფოტოები. არა მხოლოდ ოჯახური არქივები, არამედ ერთი შეხედვით შემთხვევითი კადრებიც ხდება ძალიან მნიშვნელოვანი დროთა განმავლობაში.

1839 წლის 7 იანვარს მსოფლიო ისტორიაში ახალი გვერდი დაიწყო. საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის შეხვედრაზე ფიზიკოსმა დომინიკ ფრანსუა არაგომ გააკეთა მოხსენება ქიმიკოს ლუი დაგერის ნამუშევრების შესახებ, რის შედეგადაც შეიქმნა გამოსახულების აღბეჭვდის მეთოდი. ამ დღეს კაცობრიობა გადავიდა ფოტოგრაფიის ეპოქაში. თითოეული კადრი დროის კაფსულას ჰგავს.

ქვემოთ

image

აქ შეგიძლიათ დაინახოთ ბელგიელი მაღაროელები, რომლებიც ჩადიან მაღაროში. ფოტოზე კარგად ჩანს, რამდენად მძიმე და საშიშია მაღაროელების სამუშაო. ხალხმრავალი "ლიფტი", რომელიც ღრმად ჩადის მიწისქვეშეთში.
ახლა ბელგიაში მოქმედი მაღაროები არ არის, მაგრამ რუსეთის ნახშირზე ბოლოდროინდელი ემბარგოს შემდეგ, შესაძლებელია, რომ მაღაროები კვლავ გაიხსნას. და ისევე, როგორც 100 წლის წინ, ადამიანებს კვლავ მოუწევთ მაღაროებში ჩასვლა.

სპორტსმენი
image

ფოტო გადაღებულია 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მელბურნში. ეს არის შვედი სიმაღლეზე მხტომელი გუნჰილდ მარია ლარკინგი. ფოტო გადაიღო ჯორჯ სილკმა ჟურნალ Life-ისთვის. მან ეს გააკეთა მაშინ, როდესაც სხვა სპორტსმენმა, ამერიკელმა მილდრედ მაკდანილმა რეკორდული ნახტომი შეასრულა. მას უნდა გადაეღო მილდრედი, მაგრამ კამერა ლამაზ შვედ ქალზე გადაიტანა.
ამერიკელი, სხვათა შორის, 1, 76 მეტრზე გადახტა, წინა მსოფლიო მიღწევა 1 სმ-ით გააუმჯობესა და ოქროს მედალი მიიღო. გუნჰილდმა მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. მაკდანიელის რეკორდი მალევე მოხსნა სხვა სპორტსმენმა. მაგრამ სილკის წყალობით ლარკინგი 50-იანი წლების ერთ-ერთ ულამაზეს სპორტსმენად აღიარეს.

50-იანი წლების იდეალური ქალი



image
იყო დრო, როდესაც აშშ-ში (1950-იანი წლები) პრესა ვნებიანად ითვლიდა ქალის სხეულის იდეალურ პარამეტრებს. ამას არა მარტო „ყვითელი“ გამოცემები აკეთებდნენ, არამედ ისეთი პატივსაცემი და რესპექტაბელური გამოცემებიც, როგორიცაა - Time. 1953 წელს Time-ის რედაქტორები დიდხანს კამათობდნენ, მაგრამ საბოლოოდ დაადგინეს, რომ იმდროინდელი იდეალური ქალი ამ ფოტოზეა გამოსახული.

მე არ ვარ იაპონელი!

image
1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ამერიკული ბაზა პერლ ჰარბორი (ჰავაი). ამის შემდეგ შეერთებულ შტატებში ნამდვილი ისტერიკა დაიწყო, სადაც იაპონელები არც მანამდე უყვარდათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით თავს ესხმოდნენ აზიური გარეგნობის მქონე ადამიანებს. ეს ფოტო გადაღებულია 1941 წლის 15 დეკემბერს. ფოტოზე ვხედავთ მიმტან რუთ ლის, რომელიც მუშაობდა მაიამის ერთ-ერთ ჩინურ რესტორანში. მას ძალიან შეეშინდა, რომ იაპონელად ჩათვლიდნენ და ჩინეთის დროშით დადიოდა სანაპიროზე. რუთი დაიბადა ამერიკაში, ჰქონდა ამერიკული პასპორტი და არასოდეს ყოფილა ჩინეთში.

ნორვეგიელი ფერმერის ოჯახი

image

ეს ფოტო გადაღებულია 1910 წელს. ნორვეგიაში. ეს არის პოპულარული და კონსერვატიული ოჯახის ფოტო ფორმატი ევროპაში. აქ შეგიძლიათ ნახოთ ოჯახის უფროსი, დედა და ოთხი შვილი. მიაქციეთ ყურადღება, როგორ ჰგავს ექვსივე ერთმანეთს, თითქოს ერთი სახე აქვთ.

მანიაკის დაჭერა
image
ნიუ-იორკში, 1969 წლის ზაფხულში, მამაკაცი თავს ესხმოდა ქალებს სადარბაზოებში, აუპატიურებდა მათ და ძარცვავდა. პოლიციამ ის ვერ იპოვა და გადაწყვიტა გამოეყენებინა ძველი და სანდო მეთოდი - შენიღბული პოლიციელი.
პოლიციელმა ქალის ტანსაცმელი ჩაიცვა, პარიკი მოირგო, ძვირადღირებული ჩანთა აიღო და ბრუკლინში სახეტიალოდ წავიდა. გზად თითქმის ყველა სადარბაზოში შევიდა. ბოლოს ხაფანგმა იმუშავა და მანიაკი დააკავეს.

რეალური "ალესილი კეპები"
image
სერიალში წარმოდგენილ ბანდას ჰყავს ნამდვილი ისტორიული პროტოტიპი. აქ არის 1890 წლის პოლიციის კოლაჟი, სადაც ნაჩვენებია ნამდვილი Peaky Blinders. (ალესილი კეპები). ესენი იყვნენ ბირმინგემის განგსტერები, რომლებიც ატერორებდნენ ხალხს, აკონტროლებდნენ აზარტულ თამაშებსა და ახორციელებდნენ ძარცვებს. ბანდის ყველაზე სასტიკი წევრი გახლდათ მეტსახელად "Baby Face", ის ადვილი ამოსაცნობია ფოტოზე.

0
2029
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
2029
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0