x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასრულდა "ევროვიზია-2022" - ვინ გახდა გამარჯვებული?
image


2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალში გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra. სამეულში ასევე მოხვდა დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი.



აუდიტორიის კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ სიმღერა Stefania-მ პირველი ადგილი დაიკავა. სოლისტმა ოლეგ ფსიუკმა ეს სიმღერა მიუძღვნა დედას, ისევე როგორც ყველა ქალს, რომლებიც იცავენ შვილებს ომის საშინელებისგან.


კონკურსი წელს იტალიაში, ტურინში გაიმართება. Kalush არის რეპ ჯგუფი, რომელიც დაარსდა 2019 წელს. ჯგუფს უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ კალუშის სახელი ეწოდა.


image

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა Kalush Orchestra-ს სიმღერის კონკურსში გამარჯვება და პირობა დადო, რომ ერთ დღესაც "ევროვიზია" ჩატარდება აღდგენილ და თავისუფალ მარიუპოლში.


„ჩვენი გამბედაობა აოცებს მსოფლიოს, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთ დღეს "ევროვიზიის"მონაწილეები და სტუმრები უკრაინის მარიუპოლმა უმასპინძლოს. თავისუფალ, მშვიდობიანში, აღდგენილში!" - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ინსტაგრამზე.


უკრაინელებს გამარჯვება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიულოცეს.

"ეს არის არა მხოლოდ თქვენი ნიჭის, არამედ თქვენი ურყევი მხარდაჭერის ნათელი ასახვა თავისუფლებისთვის ბრძოლაში!" დაწერს ჯონსონმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე,


კონკურსის ფავორიტი უკრაინული ჯგუფი თავიდანვე იყო, თუმცა, ბუკმეიკერების მონაცემებით ომის დაწყებამდე მეხუთე ადგილზე იყო. აუდიტორიის კენჭისყრისა და ჟიურის საერთო შედეგების მიხედვით, უკრაინის წარმომადგენლებმა დიდი სხვაობით გაიმარჯვეს - მათ 631 ქულა აიღეს.

მეორე ადგილი დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა სემ რაიდერმა სიმღერით Space Man (466 ქულა). მომღერალი, რომელიც მშენებლობის მუშიდან Tik Tok-ის ვარსკვლავად იქცა, შეძლო ქვეყნის სამეულში გაყვანა მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფო ევროვიზიაზე ზედიზედ ორი წლის განმავლობაში (2019 და 2021 წლებში) ბოლო ადგილს იკავებდა.

მესამე ადგილზე ესპანეთი გავიდა - მომღერალი შანელი სიმღერით "SloMo" . ის წარმოშობით კუბიდანაა – შანელი ჰავანაში დაიბადა და სამი წლის ასაკში კატალონიაში გადავიდა საცხოვრებლად.


მეოთხე და მეხუთე ადგილები შვედეთმა და სერბეთმა გადაინაწილეს.


საქართველოს წელს წარმოადგენდა როკ-ჯგუფი Circus Mircus სიმღერით "Lock Me In", რომელიც ნახევარფინალიდან გამოვარდა.

მთლიანად წელს "ევროვიზიას" 41 ქვეყანის კონკურსანტი წარმოადგენდა, მათ შორის იყო 2000-იანი წლების ისეთი პოპულარული როკ-ჯგუფი, როგორიცაა The Rasmus-ი სიმღერით Jezebel, რომელმაც საბოლოოდ 21-ე ადგილს დასჯერდა, აგრეთვე ლეგენდარული რიჩი ბლეკმორის Rainbow -ს ამჟამინდელი სოლისტი, ჩილელი რონი რომერო, რომელიც ბულგარეთის სახელით გამოდიოდა სიმღერით "Intention", თუმცა ნახევრაფინალი ვერ გადალახა.

0
137
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0