x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ძალიან ზედაპირული მსჯელობაა... ნიკასგან მიკვირს" - რამ გააკვირვა ირაკლი ოქრუაშვილი

image


პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ "სამხრეთ ოსეთში" საპრეზიდენტო არჩევნებში ბიბილოვის დამარცხებასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს მსჯელობას უწუნებს:


"ძალიან ზედაპირული მსჯელობაა ესეთ მნიშვნელოვან თემაზე. ნიკასგან მიკვირს, თორემ საქართველოს მთავრობას რომ ეთქვა მსგავსი რამ ნამდვილად არ გამიკვირდებოდა." - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ნიკა მელიას ზემოხსენებულ სტატუსს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ე.წ `სამხრეთ ოსეთში` ე.წ. `საპრეზიდენტო არჩევნებში ბიბილოვის დამარცხება განაპირობა ორმა ფაქტორმა:


ა) `სამხრეთ ოსეთის` მოსახლეობა კატასტროფულად უკმაყოფილოა იმით, რომ ოსები, რომლებიც ცხინვალთან მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ბიბილოვის წინადადებით, უკრაინაში საომრად გააგზავნა...ბევრი იქ დაიღუპა, სხვები გამოიქცნენ და ბიბილოვს ადანაშაულებდნენ: იქ რა გვინდოდა, უკრაინასთან ომის ჩვენი საქმე არ არის, ის ჩვენი ომი რატომ უნდა ყოფილიყოო.


და მათზე არ ჭრიდა არგუმენტი, რომ რუსეთის არმიის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან და უბრძანეს.

ოსებს დღემდე ეგონათ, რუსეთს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ სჭირდებოდათ და თურმე უკრაინის წინააღმდეგაც სჭირდებათ!ამიტომაც გამოიქცნენ ვინც ომს გადაურჩა და მშობლიურ `სამხრეთ ოსეთს` შეაფარეს თავი.

ბ) ამ ისტორიამ მოსკოვი გააცოფა მთლიანად ოს სეპარატისტებზე:


ფაქტობრივად, მოხდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დისკრედიტაცია.


აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვოა მოსკოვმა უახლოეს მომავალში სერიოზულად განიხილოს `სამხრეთ ოსეთის` შემოერთების საკითხი, ამ ტერიტორიის შემოერთებით მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს. ბიბილოვი იმიტომ ამოხტა შარვლიდან` და ათასამდე ოსი `საზარბაზნე ხორცად` გააგზავნა უკრაინაში, რომ ეგონა: მოსკოვი ამისთვის დამაჯილდოვებს მეც, ოსებსაც და რუსეთის ფედერაციის 86-ე სუბიექტად მიგვიღებსო

ამიტომ, მიმავალი ბიბილოვის მიერ რეფერენდუმის თარიღის ჩანიშვნა ჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს…." - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.





0
545
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
545