x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
Vintage Playboy სილიკონისა და ფოტოშოპის გარეშე

image


"Playboy" მამაკაცებისთვის განკუთვნილი ყველაზე ცნობილი ამერიკული ჟურნალი გახლავთ, რომელიც შიშველი ქალების ფოტოებზე, ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და ჟურნალისტურ რეპორტაჟებზე ორიენტირდება.


image


ჟურნალი 1953 წელს ჰიუ ჰეფნერისა და მისი კოლეგების მიერ დაარსდა, რომლის დაფინანსებაშიც გარკვეულწილად მონაწილეობას თავად ჰეფნერის დედაც იღებდა.


image


ყოველთვიური ჟურნალი ყოველთვის იმით იყო განთქმული, რომ პერიოდულად ცნობილი ადამიანების შიშველ ფოტოებს აქვეყნებდა.


image


მერლინ მონრო, ელიზაბეთ ტეილორი, მადონა, სინდი კროუფორდი, ნატალია ნეგოდა, ჯოან კოლინზი, ნასტასია კინსკი, შერონ სტოუნი, დრიუ ბერიმორი, შარლიზ ტერონი - ცნობილი მსახიობების, მომღერლებისა და სპორტსმენების სია, რომლებმაც "Playboy"-ის ფოტოსესიებში მონაწილეობა სხვადასხვა წლებში მიიღეს უსასრულოა.


image


ლამაზი ქალების ფოტოების გარდა, ჟურნალი სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს - მოდაზე, სპორტზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.


image


ჰიუ ჰეფნერს, როგორც ჭკვიან და პროგრესულ მამაკაცს მშვენივრად ესმოდა რომ შიშველი ქალების ფოტოები - მიმზიდველი ვიტრინა იყო, მაგრამ მკითხველის შენარჩუნებას კიდევ სხვა რამე სჭირდებოდა.


image


ამიტომ ჟურნალში ყოველთვის იბეჭდებოდა კარგი ლიტერატურა, მის გვერდებზე პერიოდულად ისეთი ავტორები ჩნდებოდნენ როგორებიც არიან - სტივენ კინგი, იან ფლემინგი, ვლადიმერ ნაბოკოვი, არტურ კლარკი, სტანისლავ ლემი და მრავალი სხვა.


image


მაღალმხატვრული ლიტერატურის პარალელურად, ჟურნალის რეგულარულ რუბრიკად იქცა ასევე ხარისხიანი ანეგდოტებიც.


image


ჟურნალისტებთან თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში ჰიუ ჰეფნერი ყოველთვის აღნიშნავდა რომ არ სურდა "Playboy"-ის მხოლოდ სექსის ჟურნალად მიჩნევა, მეტიც, მისი თქმით, აღნიშნული გამოცემა ეძღვნებოდა ცხოვრების წესს, სადაც სექსი აუცილებელ ნაწილს წარმოადგენდა, მაგრამ არა - ძირითადს.


image


ჟურნალის ფურცლებზე პერიოდულად ცხელი, პოლიტიკური სტატიებიც ჩნდებოდა. ვიეტნამის ომის დროს გამოცემამ არაერთი იმ სენატორის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც მის წინააღმდეგ გამოდიოდა.

image


მარტინ ლუთერ კინგი აქ ფერადკანიანი მოსახლეობის პრობლემებზე საუბრობდა, ფიდელ კასტრო რევოლუციურ ბრძოლაზე ჰყვებოდა, ინდოჩინეთის მეორე ომის (აგრეთვე ცნობილია როგორც ვიეტნამის ომი) დროს კი ჟურნალმა იმ სენატორების ინტერვიუები გაასაჯაროვა, რომლებიც მის დაწყებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.


image


ბევრი ცნობილი ადამიანი, იქნებოდა ეს პოლიტიკოსი, მუსიკოსი, თუ მწერალი თავს ამ ლეგენდარული ჟურნალის მეგობრად მიიჩნევდა.





0
572
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
572