საქართველო "ივანიშვილს მე დაგიმთავრებთ, თქვენი არც ხმა მინდა და არც ხელისუფლება"-რას ამბობს შალვა ნათელაშვილი? 2022, 12 მაისი, 19:28 "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საზოგადოებას მიმართავს "ტვ პირველის" ერთერით და ამბობს, რომ თუ მეოთხედაც დაუშვებს ამომრჩეველი შეცდომას, თავად გავა თამაშიდან.„ჩამონგრევა უკვე იწყება. მე პირობას გაძლევთ, რომ ამას დაგიმთავრებთ. არაფერი არ მინდა, არც თქვენი ხმა და არც ხელისუფლება. ეს იქნება მესამე დამთავრებული ხელისუფლება ჩვენს მიერ, მეოთხედაც თუ დაუშვებთ შეცდომას, მე გავალ თამაშიდან და ვეღარ შეგპირდებით მეოთხედ თქვენს საარჩევნო შეცდომას გამოვასწორებ“ – ამბობს ნათელაშვილი და მოქალაქეებთან ერთად, ივანიშვილსაც მიმართავს: „ბიძინა, ჭორვილაში ხომ არის ასეთი ანდაზა, სადაც შენი დაიკვეხნო, იქ ჩემიცა თქვიო. ასე, სადაც შენსას დაიკვეხებ იქ ჩემიც თქვი და კიდევ წინ დაუკვირდი, რა გელოდება“. 584 1-ს მოსწონს
|