x
image
ილია მარტყოფლიშვილი
„მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია“ - შალვა ნათელაშვილი სააკაშვილზე
image


ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია, - ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.

.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ცოტა უფრო ისე უნდა იქცეოდეს. მით უმეტეს ის აცხადებდა, რომ ჩამოვიდა თავის შესაწირად. ახლა, ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია. მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ უნდა გაახაროს მტერი, უნდა ჭამოს და მიიღოს ის ნივთიერებები და წამლები, რასაც აძლევენ. ვიმეორებ, მხარს ვუჭერთ მის გათავისუფლებას, ის არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გადაიყვანონ, თუ ეს სურვილი აქვს, უცხოეთში სამკურნალოდ, მაგრამ პრობლემას უნდა შევხედოთ არა ერთი კუთხით, მარტო შუქით, ან მარტო ჩრდილით, არამედ გლობალურად და საკუთარ შეცდომებსაც უნდა შევხედოთ. ქვეყანას ამ პოლიტიკოსებმა უამრავი ჭრილობა, იარა, ვნება მიაყენეს. მერე ჩვენი ამ მოქმედებით ნუ დავაყრით ამ იარებს მარილს და კიდევ ნუ გავამწვავებთ. ქვეყანაზე ვიფიქროთ და არა იმაზე, სად ვიმკურნალოთ, რა ვჭამოთ, როგორი სისხლის ანალიზი გვაქვს, ხელისუფლებაში როგორ მოვიდეთ, არჩევნები როგორ გავაყალბოთ“, - განაცხადა ნათელაშვილმა.


იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ. სააკაშილი შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით პირობები წამოაყენა.

.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა. ამასთან, ხერხეულიძე ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს კლინიკაში დამხმარე ადამიანი - მისი დედა, გიული ალასანია დასჭირდება.

.

„ის ელოდება გადაყვანას და ითხოვს შემდეგს - კანონით გათვალისწინებული ყველა ის პირი, რომელიც ისედაც უფლებამოსილია, შევიდეს ხოლმე მოსანახულებლად. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი, რომ მას სჭირდება დამხმარე ადამიანი, რომელიც განაპირობებს დახმარებას იმ საკითხებში, რაც პაციენტს სჭირდება. არსებობს ასეთი ტერმინი - თავმდგომი და ასეთ ვითარებაში, მიხეილ სააკაშვილი დედაზე უკეთესს სხვას ვერ მიიჩნევს“, - განაცხადა ხერხეულიძემ.


1
253
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
253
  
12 მაისი, 13:52
დახე შალიკოს ერთხელ მაინც თქვა სიმართლე. :)))
გიულა საქართველოს ამუნათებდა დღეს, "ყოჩაღ თქვენ შვილი მიმიტოვეთო"!
შენი გაზრდილი შვილი კიდევ კარგი გამოვიდა, რაც დედა ისიც შვილი...
0 1 1