x
მეტი
  • 01.07.2022
  • სტატია:120481
  • ვიდეო:354481
  • სურათი:492578
"მომავალი კვირები კრიტიკული იქნება უკრაინისთვის" - ლოიდ ოსტინი
image
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს კიევისთვის საჭირო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, რადგან ვაშინგტონი მომავალ კვირებს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად თვლის. ამის შესახებ ოთხშაბათს აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.


„ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მიზნად რჩება უკრაინას მივაწოდოთ ის [სამხედრო] შესაძლებლობები, რომელიც მათ ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ, მომავალი კვირები კრიტიკული იქნება უკრაინისთვის.“- თქვა მან ასიგნების კომიტეტის მოსმენაზე გამოსვლისას აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში.


პენტაგონის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მომავალ კვირას აშშ-ს ადმინისტრაციას ამოეწურება უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილი სახსრები, რომელიც კანონმდებლებმა ჯერ კიდევ მარტში გამოყვეს. ამასთან დაკავშირებით, ის მიესალმა კონგრესმენების მიერ სამშაბათს კანონპროექტის დამტკიცებას კიევისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ, დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის ოდენობით.


"იმედი მაქვს, რომ სენატი სწრაფად მიჰყვება თქვენს მაგალითს, [დახმარების პაკეტი, ასევე უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივას სასიცოცხლო საინვესტიციო და საოპერაციო ხარჯებისთვის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად." - დასძინა მინისტრმა.



კონგრესს დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა ადრე გაუგზავნა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მან თავდაპირველად მოითხოვა დამატებითი 33 მილიარდი დოლარის დახმარება კიევისთვის, მოგვიანებით კი ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონგრესში ეს თანხა გაიზარდა თითქმის 40 მილიარდ დოლარამდე, კერძოდ, შესთავაზეს კიდევ უფრო მეტი თანხის გამოყოფა სამხედრო ტექნიკის მიწოდებისთვის, ასევე, საკვები დახმარება.


24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასის რესპუბლიკების ლიდერების დახმარების თხოვნის საპასუხოდ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის გეგმებში არ შედის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და მიზნები არის ქვეყნის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.


შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ამ განცხადებას უპასუხეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესებით და გააძლიერეს კიევისთვის იარაღის მიწოდება. რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში, ანატოლი ანტონოვმა გააფრთხილათ, რომ დასავლეთის მიერ უკრაინის მილიტარიზაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი მოუწოდებს კიევის რეჟიმის სპონსორებს, შეწყვიტონ სისხლისღვრის წახალისება და სერიოზულად იფიქრონ მათი საქმიანობის შედეგებზე.

0
204
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0