პროზა დროა მოცოცხოთ ! დასაგველი კიდევ ბევრია 2012, 21 სექტემბერი, 13:26 - ძირს ახალაია! ძირს ახალაია! ძირს ახალაია! - საქართველოს გაუმარ - ჯოოს!!! - საქართველოს გაუმარ - ჯოოს!!! - საქართველოს გაუმარ - ჯოოს!!! - სიჩუმე ერთი წუთით! გთხოვთ ყველანი გავჩუმდეთ ერთი წუთით... ჩუ ჩუ ჩუ... - ეს არის ახალგაზრდული, სტუდენტური აქცია, ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ჩვენ აქ ყველანი გამოვედით ჩვენი ადამიანური პროტესტის და ძალადობის მსხვერპლი პატიმრებისადმი სოლიდარობის გამოსახატავად, ეს ჩვენი ყველას ვალია, ადამიანური ვალი და არა პოლიტიკური მაქინაციები ქულების ჩასაწერად! ტაში. -უუუუუუუუუუუუ სტვენა. გამატარეთ რა. უკაცრავად. გაგვატარეთ. მაღალი რო ვიყო სიგარეტს მოვწევდი. გლდანის ციხესთან წავალ. სად წახვალ მე იქ ვერ წამოვალ. თუ ვინმეს იპოვი რო გაყვე. - ჩვენ არ გვყავს ლიდერი, ჩვენი ლიდერი ხართ თქვენ! ტაში. - გაჩუმდით ერთი წუთი გთხოვთ ყველანი. გადადგა ბაჩო ახალაია! ტაში.ტაში. უუუუუუუუ. სტვენები. - ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ახლა გავაჟღერებთ ჩვენს მთავარ მოთხოვნას. სიჩუმე. არ არის საკმარისი ახალაიას გადადგომა, ჩვენ მოვითხოვთ მის დასჯას, ისევე როგორც სხვა ყველა დამნაშავე და ამ საქმეში მონაწილე პირის! ტაში. უუუ. - საქართველოს გაუმარ - ჯოოოს!!! - საქართველოს გაუმარ - ჯოოს!!! - საქართველოს გაუმარ - ჯოოს!!! ტაში. - არ დაიშალოთ, ძალიან გთხოვთ, ყველამ ერთად ორგანიზებულად გადავინაცვლოთ სამების ტაძრისკენ. გავატაროთ მანქანა. აქეთ გამოიწიე. გამატარეთ. უკაცრავად. სიგარეტი გინდა? მომიკიდე. დამცხა მაგრად. შეხვალ? არა. ტუალეტში მინდა. მშია. დილიდან არაფერი მიჭამია. გუშინ მაგარი იყო. ეს რა არის. - მიშას რააა - დედის ..... -მიშას რაააა -დედის ..... ეს აშკარად სხვა სასტავია. ხოო. უიმეე. წამო წამო. აქ მოწევა არ შეიძლება. ტაძრის ეზოა შიგ ხო არა გაქვს. დასარეკი ხო არა გაქვს. - გაჩერდით! დაელოდეთ! გავაკეთოთ ჯაჭვი. გადაუღე. ამას გადაუღე. საღოოლ! დაინახე ახალაიას კარიკატურა ცოცხით? მაგარია. დაამშვიდეთ ეს ბიჭი. სულ ჩაეხლიჩა ხმა. ბაბუ ცოცხი არა ბაბუ. არაფერი არ ისროლოთ. - ხვალ 12 საათზე ვიკრიბებით ყველანი ახმეტელის მეტროსთან და გადავინაცვლებთ გლდანის ციხესთან. უუუუუუუუუუუუუუუ. ტაში. სტვენა. უუუუუუუუ. 20.09.2012 42 4-ს მოსწონს 1-ს არა
|