ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ვინმეს აქვს მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში, იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, ეს მინიმუმ მიუღებელი და პრინციპულად არასწორია.
"იცით, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა პრაქტიკულად ამაზე და როცა ასეთი საბანკო სისტემის ერთერთი ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს.
არ ვიცი, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში, იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელი და პრინციპულად არასწორია. თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს. არ ახსოვს ის თავდადება და თავგანწირვა, რაც გამოიჩინა 2012 წელს...
როდესაც ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვის შეფერხება ხდება მაშინ, როცა გადარიცხვას სჭირდება რამდენიმე საათი და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელ საბანკო სისტემის აყენებს კითსვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე, ხომ არ არის ეს შანტაჟი, მითუმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული.
თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ არ ცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ ვინმეს ქვეყანას გაანადგურებს, მათ არ სცოდნიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი", - განაცხადა კობახიძემ.