როსველ პარკის კიბოს ყოვლისმომცველი ცენტრი ამბობს, რომ მათ უნიკალური მოლეკულა აღმოაჩინეს. Replyua.net-ის ცნობით სამეცნიერო პუბლიკაციებზე დაყრდნობით, საუბარია მოლეკულაზე, რომელიც აფერხებს პანკრეასის კიბოს უჯრედების ზრდას და ასევე ამცირებს მეტასტაზების რისკს.
როგორც ექსპერტებმა განმარტეს, მათი უახლესი კვლევა შეიძლება გახდეს ამ დაავადების საწინააღმდეგო უნიკალური პრეპარატის შემუშავების საფუძველი. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ პანკრეასის კიბო ერთ-ერთი ყველაზე საშიში ონკოლოგიური დაავადებაა.
„მოლეკულა სახელად MMRi62 მიმართულია მეტაბლიზმის მუშაობაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ანადგურებს კიბოს უჯრედებს და მავნე ცილებს, რომლებიც ასტიმულირებენ მათ ზრდას და გავრცელებას“, - აცხადებენ მკვლევარები. მათი თქმით, ეს მოლეკულები იწვევს უნიკალური ცილის დეგრადაციას, რომელიც ინახავს რკინას, ასევე პროტეინს, რომელიც დროთა განმავლობაში კიბოს უჯრედების ზრდას იწვევს. შედეგად, ეს ორმაგი ეფექტი უნიკალურ გავლენას ახდენს ავადმყოფის სხეულზე და ფაქტობრივად თრგუნავს მეტასტაზებს.
მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პანკრეასის კიბო, როგორც წესი, დიაგნოზირებულია უკვე ბოლო ეტაპზე. უფრო მეტიც, ასეთი სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია ქიმიოთერაპიის მიმართ. პანკრეასის კიბო პრაქტიკულად განუკურნებელია და პაციენტების მხოლოდ 12% -ის სიცოცლის გადარჩენა ხერხდება, ისიც იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ცხოვრობდა ამ დაავადებით არა უმეტეს ხუთი წლისა.
ეშველება აწი პანკრეასის პრობლემის მქონეებს...