პოლიტიკა რა როლი ითამაშეს მტრედებმა პირველ მსოფლიო ომში და რა შუაშია ორსართულიანი ავტობუსები 2022, 10 მაისი, 14:39 ამ სამყაროში არის რაღაცეები, რისი ახსნაც მეცნიერებს შეუძლიათ, თუმცა ჩვენთვის როგორც ობივატელებისთვის, ისინი სრულიად გაუგებარია. აი, მაგალითად, როგორ ახერხებენ ფრინველები ათასობით კილომეტრის დაშორებით სახლისკენ მიმავალი გზის პოვნას? სრულიად გაუგებარია! ფრინველების ეს საოცარი თვისება პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანულმა არმიამ გამოიყენა. მისი უდიდებულესობის სამსახურში ასი ათასზე მეტი მტრედი იყო. ზუსტადაც რომ - სამსახურში, რადგან მათ უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრებოდათ.საომარი მოქმედებების დროს, როდესაც დაზიანებული ტელეგრაფის მავთულის აღდგენა შეუძლებელი იყო, მტრედებს ფეხზე გასაგზავნ წერილებს აბამდნენ და შტაბში ასე გზავნიდნენ. ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მათ რამდენიმე ათეული კილომეტრის გადაფრენაც კი უწევდათ. ის მტრედები კი, რომლებიც საბრძოლო დავალების შესრულებისას არ იღუპებოდნენ, ყოველთვის უკან ბრუნდებოდნენ. ზოგადად, ამაში განსაკუთრებული არც არაფერია: საფოსტო მტრედის სერვისი, ჯერ კიდევ მანამდე, მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა. განსაკუთრებული იყო ასევე სამხედრო ტექნიკაც, რომელსაც ის დანაყოფები იყენებდნენ, სადაც ფრინველები "მსახურობდნენ".მტრედები როგორც წესი, მობილური ფრინველის სახლებით გადაჰყავდათ, რომლებსაც ძირითადად, სატვირთო მანქანებზე ან გადაკეთებულ ორსართულიან ავტობუსებზე ამონტაჟებდნენ. ასეთ მანქანებს სახურავზე მკვეთრი საიდენტიფიკაციო ნიშნები ჰქონდა დახატული, რათა ფრთოსან "ჯარისკაცებს" მარტივად შეძლებოდათ დაბანაკების ადგილის ამოცნობა, მაშინაც კი თუკი მათი სახლი პოზიციას შეიცვლიდა.
არც ფრონტის მეორე მხარეს იყვნენ სულელები. გერმანელები მალევე მიხვდნენ რამდენად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდნენ ფრინველები, და საფოსტო მტრედების გამოყენება მათთაც დაიწყეს, თუმცა ისინი ამ შემთხვევაში, სრულიად საპირისპირო მეთოდებს მიმართავდნენ. არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ გერმანელები ქორებს ავარჯიშებდნენ, რათა მათ ცაში ინგლისელთა მტრედები დაეჭირათ.დატყვევებული გერმანული მტრედები ამერიკული ჯარების აღლუმზე113 შეფასება არ არის |