საბუნებისმეტყველო ერთი პაციენტის 20–მედ დიაგნოზი – რა შეიძლება სჭირდეს ყოფილ პრეზიდენტს? 2022, 1 დეკემბერი, 15:25 ცენტრი "ემპათია"–ს სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც უკვე თვეებია, საავადმყოფოში იმყოფება, 20–მდე დიაგნოზი აქვს დასმული. მსგავს სიტუაციაში, იმის ალბათობა, რომ ყველა ეს დაავადება, ერთი პათოლოგიით იყოს გამოწვეული, ძალიან დიდია... 1. ტკივილი გულის არეში; 2. გულის აჩქარება; 3. კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა; 4. ტკივილი და სიმძიმე წელის არეში; 5. თავის ტკივილი (ქრონიკული, შაკიკი, პულსირებული, ყრუ); 6. სიმძიმე სხეულში; 7. ართრიტი; 8. მაღალი სიცხე; 9. ტემპერატურის მომატება დღის საათებში (დილა საღამოს ნორმალურია); 10. ყლაპვის გართულება, საყლაპავი მილის შეკუმშვის და ყელში ბურთის გაჭედვის და მოგუდვის შეგრძნება; 11. გულისრევა (უპირატესად, ლორწოს ამოსვლა), კუჭის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა, მუცლის ტკივილი; 12. სისუსტე, დაღლილობა, სიცარიელის შეგრძნება; 10. თავბრუ, თავის გაბრუება; 13. დაუძლურება; 14. დამბლა და ჩხვლეტის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ადგილებში; 15. წონაში კლება. ეს სიმპტომებია, რომლიდანაც რომელიმე, ან რამდენიმე ერთად, შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ამ დაავადების დროს და უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი სია – არასრულია... მისი გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, უფრო სწორედ, იქამდე, ვიდრე ყველა სახის ორგანული პათოლოგიის დასახელება არ მოხდება. ჩვენს ორგანიზმზე აისახება ყველაფერი, რასაც ჩვენ საგულდაგულოდ ვმალავთ, საკუთარი თავისგანაც კი. მაგრამ, ადრე თუ გვიან, დაგროვილი პრობლემები თავს გვახსენებს და ამა თუ იმ დაავადების სახით ვლინდება. როგორც ამბობენ, «ტვინი ტირის, ცრემლი კი – გულს, ღვიძლს, კუჭს... სდისო». რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაავადებები მოჩვენებითია და ავადმყოფობას ორგანული საფუძველი არ გააჩნია – ის ფსიქოსომატური აშლილობით არის გამოწვეული. ფსიქოსომატური აშლილობა (ბერძ. psyche — სული და soma — სხეული) — არის ნერვო-ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული, შინაგანი ორგანოების ფუნქციების და სისტემების დარღვევით, ანუ ეს არის დაავადება, რომელიც სხეულის ფუნქციონირების დარღვევაში ვლინდება. ფსიქოსომატურ აშლილობას ხშირად სომატურ (ორგანულ) პათოლოგიებში ან ნევროზში ურევენ და ადამიანი «ჩაკეტილ წრეში» ხვდება: იწყება სიარული ექიმებთან და წამლების სმა, რომელსაც ორგანიზმისთვის, ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. ექიმს – ექიმი ცვლის, წამლების ერთ პარტიას – მეორე... და ეს წრე იმდენად მტკიცეა, რომ «მკურნალობა» იქამდე გაგრძელდება (ხან წლების მანძილზეც), ვიდრე პაციენტს ექიმი არ შეხვდება, რომელიც მას ფსიქო–ნერვოლოგთან ან ფსიქო–თერაპევტთან არ გაგზავნის. რა ხდება სინამდვილეში ადამიანის ორგანიზმში ფსიქოსომატური აშლილობის დროს? სუბიექტურად, პაციენტი ტკივილს (სახსრების, თავის, კუჭის) რეალურად გრძნობს ან სხვა პრობლემები (გულის აჩქარება, კიდურების კანკალი, შიშები) აწუხებს. მაგრამ, ეს ყველაფერი მოჩვენებითია. საქმე იმაშია, რომ თავის ტვინი დამახინჯებულ ინფორმაციას იღებს ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ ანუ ესა თუ ის ორგანო რეალურად ჯანმრთელია, მაგრამ ადამიანს ის მაინც აწუხებს. ასეთი პაციენტების დასამშვიდებლად, ექიმები ამბობენ, რომ ამ ჩივილებს რეალური საფუძველი რომ ჰქონდეს, ავადმყოფი კარგა ხნის წინ დაიღუპებოდა. თუმცა, ადამიანისთვის, რომელიც რეალურად ცუდად გრძნობს თავს, ეს დიდი შეღავათი არ არის. ორგანიზმში დამახინჯებული ინფორმაციის «გავრცელების» ძირითადი მიზეზი, თავის ტვინში ნეირომედიატორების* სიმცირე არის – არ ხდება ნეირონებს (ტვინის უჯრედები) შორის იმპულსების გადაცემა და ტვინი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე კონტროლს კარგავს. *ნეირომედიატორი არის ნივთიერება, რომელიც ნეირონებს ერთმანეთთან «საუბრის» საშუალებას აძლევს. მეცნიერებმა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში გაარკვიეს, რომ ნერვული იმპულსები, ელექტრული სიგნალების სახით გადიან ნერვული უჯრედების წანაზარდებში (მორჩებში). მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ეს საკმარისი არ არის, რადგან ნერვულ დაბოლოებასა და ნერვულ უჯრედებს შორის, არსებობს ნაპრალები და მაშინ როდესაც სინაფსში (შეხვედრის ადგილი) მივა ელექტრო სიგნალი, ნერვული დაბოლოებიდან დიდი ოდენობით არაერთგვაროვანი ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა, რომლის თითოეული სახეობა გარკვეული ფუნქციების ნაკრებზე აგებს პასუხს. ეს ნივთიერება გადასცემს ინფორმაციას ერთი ნეირონიდან მეორე ნეირონს და ნეირონების დაბოლოებიდან კუნთოვან ქსოვილებს. ნივთიერებას, რომელიც კავშირს ამყარებს ორგანიზმის ცალკეულ ორგანოებსა და ნერვულ სისტემას შორის, ნეირომედიატორი ეწოდება. ამრიგად, ნეირომედიატორები (ნეიროტრანსმიტერები, შუამავლები) — ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერებებია, რომლის გარეშე ინფორმაციის გადაცემა არ მოხდებოდა ნერვულ უჯრედებსა და კუნთოვან ქსოვილებს შორის. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გარეშე, ადამიანის სხეულის ფუნქციონირება და არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. ნეირომედიატორებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სეროტონინია. სწორედ ის არის ორგანიზმის ფუნქციების მთავარი მაკონტროლებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სეროტონინი არა მარტო ნეირომედიატორი, ჰორმონიც არის. მას ხშირად «ბედნიერების ჰორმონსაც» ეძახიან. თავდაპირველად სეროტონინი ჰორმონი არ არის. ის თავის ტვინის ნეირომედიატორია. ჰორმონი ის სისხლში მოხვედრის შემდეგ ხდება და როგორც ბოლოდროინდელი კვლევების შედეგად დადგინდა, ჰორმონ სეროტონინის გამომუშავება, ტვინის გარდა, საჭმლის მომნელებელ სისტემაშიც ხდება. მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ნეირომედიატორზე, რომელიც თავის ტვინში, ინტელექტუალურ პროცესებს (ყურადღება, მეხსიერება), კონცენტრაციის უნარს, შრომისუნარიანობას... განსაზღვრავს. ორგანიზმში მისი დონის შემცირება დეპრესიას, შფოთს, გაღიზიანებას და უძილობას იწვევს. სეროტონინი გავლენას ახდენს ორგანიზმის ბუნებრივ გამაყუჩებელ სისტემაზეც. ამიტომ, ამ ნეირომედიატორის დაბალი კონცენტრაცია, მუდმივი სიმძიმის, დაღლილობის და ტკივილის შეგრძნებას მიზეზი ხდება, ხოლო მისი დონის დარეგულირება, ფიზიკურ დისკომფორტს აღმოფხვრის. თავის ტვინში, სეროტონინის დონის ნორმაში მოსაყვანად, ანტიდეპრესანტები ინიშნება, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა, დაავადების სირთულეზე და პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. არხის სხვა სიახლეები:* მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც ძილის ნაკლებობას რეგულარულად განიცდის* კუჭის შემცირება და წონაში დაკლება ბუნებრივი გზით* ნამდვილ მხატვარს ტილო არ სჭირდება... (15 ფოტო)* ვირების ყველაზე დიდი რბოლა მსოფლიოში* კადრები ფილმებიდან, რომელიც კომპიუტერული გრაფიკა აღმოჩნდა (20 ფოტო)* მამაკაცს ეგონა, ლითონის გულსაბნევი იპოვა, მაგრამ...* სასაცილო სიტუაციები და უჩვეულო მგზავრები აეროპორტებში* მოულოდნელი მომენტები და 12 გულისამაჩუყებელი ფოტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მხრიდან გვაჩვენებს295 შეფასება არ არის
|