x
11 დაუჯერებელი ფაქტი დედამიწის შესახებ
იხილეთ 11 დაუჯერებელი ფაქტი დედამიწის შესახებ:

1.პლანეტის ოქროს მარაგის 99% დედამიწის ბირთვში არის.


2. დედამიწის ბირთვის ტემპერატურა 5500 გრადუსია, რაც მზის ზედაპირზე არსებული ტემპერატურის ტოლია.


3.დედამიწა მზის სისტემის ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც ფილების ტექტონიკური მოძრაობა მიმდინარეობს. ამ პროცესის გარეშე, დედამიწაზე არ იქნებოდა სათბურის აირები, რომლებიც დედამიწაზე ტემპერატურას არეგულირებენ. რომ არა ეს აირები, ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა -18 გრადუსი იქნებოდა, დღევანდელი +15 გრადუსის ნაცვლად.



4.პლანეტის ვულკანების 90% წყლის ქვეშ არის. ამის მიზეზი ის არის, რომ დედამიწის სეისმურულად აქტიური სარტყელი ლითოსფეროს ფილების საზღვრებს ემთხვევა. ამ სარტყელში მოექცა მოქმედი ვულკანების უმრავლესობა, რომლის უდიდესი ნაწილი, წყნარი ოკეანის სანაპიროზე არის თავმოყრილი და ე. წ. “ცეცხლოვან რკალს" ქმნის.


5.დედამიწაზე არსებული წყლის 97 % – მარილიანი წყალია.


6.ყოველდღიურად, დედამიწის ზედაპირს, დაახლოებით, 8, 6 მილ. მეხი ეცემა.


7. ოზონის ხვრელი მცირდება. ეს ტენდენცია 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც ოზონის ხვრელი საგრძნობლად შემცირდა წინა წლებთან შედარებით. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ეს ტენდენცია თუ ამ ტემპებით გაგრძელდა, 2040 წლისთვის, ოზონის ხვრელი დაიხურება.


8. ჩვენ სამყაროს შესახებ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე დედამიწის ბირთვის და მსოფლიო ოკეანის შესახებ. დღემდე ოკეანეების 95% გამოკვლეული არ არის.


9.დედამიწის ტექტონიკური ფილების ერთმანეთთან შეჯახება საზარელ ბუნებრივ მოვლენებს იწვევს.


10. დედამიწის უდაბონოების უმრავლესობა სულაც არ შედგება ქვიშისგან. მათი თითქმის 85 პროცენტი ქანებს და ხრეშს შეიცავს.


11.კონტინენტები გამუდმებით მოძრაობენ და იცვლიან მდებარეობას.


0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0