მერილინ მონროს უკანასკნელი ფოტოსესია სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე
2022, 9 მაისი, 12:42
გარდაცვალებამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე ჰოლივუდის ლეგენდა მერილინ მონრო 1962 წლის 13 ივლისს სანტა მონიკის სანაპიროზე პოზირებდა ცნობილი ფოტოგრაფის ჯორჯ ბარისისთვის. მერილინის ბოლო ფოტოები უნდა გამოეყენებინათ ბარისის წიგნში «Marilyn: her life in her own words» მაგრამ ეს გეგმა გაუქმდა მსახიობის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ლოს-ანჯელესში, 36 წლის ასაკში. ამ კადრებში ცნობილი ქერა ტალღების წინ პოზირებს და გაბრწყინებულად იღიმება. იშვიათი და მართლაც უნიკალური კადრებია: