x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"პუტინს, შესაძლოა, მართლაც კიბო აქვს" - Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი
image

რუსი ოლიგარქები ბევრს საუბრობენ სისხლიანი დიქტატორის მდგომარეობაზე.



რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის ჯანმრთელობის გაუარესებაზეც უკვე დიდი ხანია საუბრობენ, შესაძლოა მართლაც კიბოთი იყოს დაავდებული.


ვერსია ონკოლოგიური დაავადებაზე Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმა კრემლის ლიდერთან დაახლოებულ პიროვნებაზე დაყრდნობით გააჟღერა.



გროზევმა ეს ინფორმაცია უკრაინა 24-თან, ნატალია ვლასოვასთან ინტერვიუში გააზიარა, იუწყება Telegraph-ი.


ამასთან, ჟურნალისტი აღიარებს, რომ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ კონკრეტული მონაცემები არ აქვს. თუმცა, ის ამტკიცებს, რომ რუს დიქტატორთან დაახლოებული ბევრი ადამიანი სულ უფრო ხშირად საუბრობს შესაძლო სიმსივნის შესახებ. პირველ რიგში, ასეთ დიაგნოზს ადასტურებენ ოლიგარქებიც, რომლებთანაც პუტინი ძალიან ახლოს იყო 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს.


"ის [ოლიგარქი, რომლის სახელსაც გროზევი არ ამჟღავნებს ] ამბობს, რომ პუტინს აქვს სერიოზული ინკოლოგიური დაავადება და ეს ხდება ავტონომიური ფაქტორი რუსეთის საშინაო პოლიტიკაში", - დარწმუნებულია ხრისტო გროზევი.

შესგახსნებთ, რომ მანამდე გამოცემა the Sunმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი მძიმედ არის ავად. სწორედ ამით აიხსნება მისი არაადეკვატური საქციელი.


დასავლური დაზვერვის თანახმად, მას აწუხებს ტვინის აშლილობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დემენცია, პარკინსონის დაავადება, ან კიბო.


გამოცემის აზრით პუტინი კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული სტეროიდების ზემოქმედებით იტანჯება.


0
249
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0