x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
საოცარი ფაქტები ეგვიპტის პირამიდების შესახებ

image
ჩვენმა უმეტესობამ იცის, რომ ეგვიპტის პირამიდები ეგვიპტის მმართველების უძველესი სამარხია. ვინც იყო ლუქსორში, აღფრთოვანებულია მათი წარმოუდგენელი ზომით. მაგრამ ყოველივე ამის შემდეგ, ზომის გარდა, პირამიდებში ბევრი შთამბეჭდავი და იდუმალი რამ იმალება, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელიც კია.
image
სამი პირამიდა გიზას ნეკროპოლისში არის ყველაზე ცნობილი ეგვიპტური პირამიდები, მაგრამ სინამდვილეში, დაახლოებით 140 პირამიდა აღმოაჩინეს ძველი ეგვიპტის ტერიტორიაზე.

image

ითვლება, რომ უძველესი ეგვიპტური პირამიდა არის ფარაონ ჯოსერის პირამიდა, რომელიც აშენდა საკარას ნეკროპოლისში XXVII-ე საუკუნეში ძვ.წ.

image
მიუხედავად იმისა, რომ ჯოზერის პირამიდა ითვლება უძველესად, ხუფუს პირამიდა (ასევე ცნობილია როგორც გიზას დიდი პირამიდა ან ხეოფსის პირამიდა) ყველაზე დიდია. პირამიდის საწყისი სიმაღლე იყო 146, 5 მეტრი, ამჟამინდელი სიმაღლე 138, 8 მეტრია.

image
სანამ ლინკოლნის საკათედრო ტაძარი აშენდა ინგლისში 1311 წელს, გიზას დიდი პირამიდა ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხელოვნურ ნაგებობად. ის ამ სტატუსს 3871 წლის მანძილზე ინარჩუნებდა.

image
გიზას დიდი პირამიდები უძველესი სამყაროს შვიდი საოცრებიდან უძველესი და უნკანასკნელია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
image
სხვადასხვა დროს პირამიდების მშენებლობაში ჩართული მუშების რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება 100 000-მდეც კი აღწევდა.

image
გიზას პირამიდებს იცავს დიდი სფინქსი, უდიდესი მონოლითური ქანდაკება მსოფლიოში. ითვლება, რომ სფინქსის სახე ფარაონ ხაფრეს სახეს წარმოადგენს.
image
ყველა ეგვიპტური პირამიდა აშენდა ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე. ეს სანაპირო, როგორც მზის ჩასვლის ადგილი, ეგვიპტურ მითოლოგიაში მიცვალებულთა სამეფოსთან იყო დაკავშირებული.
image
ძველი ეგვიპტელები მაღალი წრის წარმომადგენლებს პირამიდებში კრძალავდნენ, დასაფლავების აქსესუარებთან ერთად, რომლებიც მერყეობდა ყოველდღიური ნივთებიდან ყველაზე ძვირადღირებულ ნივთებამდე და სამკაულებამდე. მათ სჯეროდათ, რომ მკვდრები ამ ყველაფერს გამოიყენებდნენ შემდგომ ცხოვრებაში.

image
პირამიდების პირველი ცნობილი არქიტექტორი იყო იმჰოტეპი, ძველ-ეგვიპტური ერუდიტი, ინჟინერი და ექიმი. იგი ითვლება პირველი დიდი პირამიდის - ჯოსერის პირამიდის ავტორად.

image
ექსპერტები ზოგადად ეთანხმებიან ჰიპოთეზას, რომ პირამიდები აშენდა კარიერებიდან სპილენძის ხელსაწყოებით გამოჭრილი უზარმაზარი ქვებისგან, მაგრამ ამავე ქვების გადაადგილებისა და განთავსების მეთოდები დღეს კამათის საგანს წარმოადგენს.
image
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირამიდების ასაგებად გამოყენებული მეთოდები დროთა განმავლობაში განვითარდა და გვიანდელი პირამიდები ადრინდელებისგან გასხვავებული წესით აშენდა.













3
471
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
471
  
2022, 7 მაისი, 14:43
"დისქოვერზეც" იყო იმდენად საინტერესო ჰიპოთეზაა.
2022, 7 მაისი, 13:48
მსმენია თქვენგან ამის შესახებ.
2022, 7 მაისი, 13:29
ქართველმა სამხედრო ინჟინერმა, გამომგონებელმა, დოქტორმა გრიგოლ კვარაცხელიამ საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარადგინა მისი სემატური ჰიპოტეზა თუ რა მეთოდებით ხდებოდა პირამიდების აგება, სადღეისოდ მისი ვარაუდი ითვლება ყველაზე რეალურად ამ თემაზე მომუშვე მეცნიერების დასკვნით.
0 1 3