x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„220 ბავშვი გარდაიცვალა და ერთის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება“
image


სოციალურ ქსელში ვრცელდება "ნაცმოძღაობის" მხარდამჭერის, მოქალაქე ელისაბედ ბადაშვილის პოსტი, რომელშიც ის ეხმიანება ნიკოლოზ წულუკიძის შვილის გარდაცვალებას და წერს:


“220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, რამდენს ამპუტირებული აქვს ხელი ან ფეხი არ ვიცი, ომში რომელსაც უკრაინა მარტო აწარმოებს ჩვენი და მთელი ცივილიზებული სამყაროს მტრის – რუსეთის წინააღმდეგ! გაიაზრეთ რა ხდება უკრაინაში როდესაც მათი გამობათქვამების კრიტიკას იწყებთ და მიზერული დახმარების დაყვედრებას, სრულ ჭკუაზე როგორ არიან საკვირველია! ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს! ახლა ნეიტრალიტეტი და რუსეთუმეობა – ქვეყნის ღალატია! იმედია ჩვენთვის რომ ეთქვა რუსეთს – დათმე ენა, განიარაღდი, მონად დამიდექი, არ გაბედო და არ განვითარდე, რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოაცხადე… არც ჩვენ დავთანხმდებიდით და წინააღმდეგობას გავუწევდით!”- წერს ბადაშვილი, რასაც გამოეხმაურა მხატვარი ბესიკ დუღაშვილი, რომელმაც საპასუხოდ დაწერა:


image


"ეს “ქალბატონი” გახლავთ პედაგოგი და მუშაობს (როგორც თავად წერს) პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში! არის დედა და ბებია!! ოეეეე! საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში გძინავთ? ეს ვინ გყავთ გვერდით? ეს არსება საერთოდ საზოგადოებას როგორ უნდა გააკარო?


“ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოებაო!” - ამ სიტყვების შემდეგ შენ უბრალოდ უნდა გაგარიდონ საზოგადოებას! შენ საშიში ხარ!
შენი შვილიშვილი რომ გადავარდნილიყო (უფალმა დაიფაროს მუხლდაჩოქილი ვევედრები) მაშინ თუ გეხსომებოდა უკრაინელები???… რუსეთუმეობა არ გაბედო და არ მომაკერო! მე სისხლი მაქვს დაღვრილი მათთან ბრძოლაში!” – წერს ბესიკ დუღაშვილი.
image.
“არა აქვს აზრი ამ არსების გინებას, შერცხვენას, მისი უტიფარი სიტყვების გაკიცხვას, ” – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის ელიზაბედ ბადაშვილის facebook პოსტს, სადაც ბადაშვილი ნიკა წულუკიძის მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებას ეხმიანება და წერს – რომ “უკრაინაში 220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს!”

.

როგორც გაბრიჭიძე წერს, რად უნდა ნიკა მელიას ეს არსება? რაც მას და მისი პარტიის “იმიჯს” ამ ფოტოთი ზიანი მიადგა, იმ თავხედობის მერე რაც ამ არსებამ იკადრა, ვერ ხვდება?

.

“არა აქვს აზრი ამ არსების გინებას, შერცხვენას, მისი უტიფარი სიტყვების გაკიცხვას.
ის არის საშიში საზოგადოებისთვის.
ის დადის ქუჩაში, სადაც დადიან ჩვენი შვილები, მოხუცი მშობლები, ნაცნობები, უცნობები და უბრალოდ ადამიანები.
ის საშიშია საზოგადოებისთვის!

.
რად უნდა ნიკა მელიას ეს არსება? რაც მას და მისი პარტიის “იმიჯს” ამ ფოტოთი ზიანი მიადგა, იმ თავხედობის მერე რაც ამ არსებამ იკადრა, ვერ ხვდება?
კიდევ ერთხელ ვამბობ – ეს არსება საშიშია საზოგადოებისთვის!” წერს გაბრიჭიძე.

0
473
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0