საზოგადოება „ნუ მმარხავთ ცოცხლად! მაცადეთ ხანდახან, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება!“ – მაია ასათიანი 30 აგვისტო, 17:29
.
ცნობილი ქართველი ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
.
მაია ასათიანი მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც, მისი თქმით, აკრიტიკებენ. „თუ ეს დაგამშვიდებთ, დიახ, ყველა დღე და წამი ჯოჯოხეთია, როცა ერთადერთი შვილი ხელში გაკვდება! მე უბრალოდ ბრძოლის გზა ავირჩიე, იმისთვის, რომ გადავრჩე! და არასოდეს არ დაგანახებთ, სინამდვილეში რას ვგრძნობ! ნუთუ ამის ახსნა საჭიროა? მერვე წელია უკვე! მაცადეთ ხანდახან, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება! ნუ მმარხავთ ცოცხლად!“ – წერს მაია ასათიანი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე. . ცნობილია, რომ მაია ასათიანის ყოველ პოსტს თან ახლავს ბულინგუის შემცველი უარყოფითი კომენტარები, სადაც მას გამუდმებით შეახსენებენ, რომ შვილმკვდარი დედა ასე არ უნდა იქცეოდეს. როგორც ჩანს ეს უარყოფითი განწყობა მაია ასათიანის გულს ისევ ხვდება. . რამდენიმე დრის წინ ცნობილმა ტელესახემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ მისი სიბერე წარმოუდგენია თბილისთან ახლოს, ყვავილნარიანი დიდი ეზოთი და აუზიან სახლში, სადაც იქნებიან ცუგებიც და ბედნიერად იცხოვრებს. ამ ვიდეოს ქვეშაც აურაცხელი უარყოფითი კომენტარია დაწერილი. 67 1-ს მოსწონს
|