რელიგია როგორ დაამტკიცა ისააკ ნიუტონმა ღმერთის არსებობის ფაქტი 2022, 6 მაისი, 9:08 შუა საუკუნეებში, მკაფიო ზღვარი, რელიგიასა და მეცნიერებას შორის, არ არსებობდა. თითქოს ბუნებრივი იყო, ყველაფრის ღმერთის კანონებისთვის დაქვემდებარება. ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი, მექანიკის და მსოფლიო მიზიდულობის კანონების ავტორი ისააკ ნიუტონი (1643-1727) ღმერთის არსებობაში დარწმუნებული იყო და მან ამის დამტკიცება შეძლო კიდეც! ერთხელ, მეგობართან საუბრის დროს, რომელიც ასევე მეცნიერი იყო, ისააკ ნიუტონმა მას ჰკითხა: — ადამიანები განსხვავდებიან. შენ გჯერა, მე – არა, – უპასუხა მეგობარმა. — კარგი, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ როგორ გაჩნდა ჩვენი სამყარო? – არ ნებდებოდა ფიზიკოსი. — რატომ ცდილობ ლოგიკური ახსნის პოვნას? სამყარო თავისით გაჩნდა, არაფრისგან, ქაოსურად, – უპასუხა მას ათეისტმა. ნიუტონი გაჩუმდა. გავიდა დრო და ნიუტონმა თავის ლაბორატორიაში სამეცნიერო ექსპოზიცია მოაწყო და თანამედროვე მეცნიერების წარმომადგენლები მიიწვია. მათ შორის მისი ათეისტი მეგობარიც იყო. ცნობილი ფიზიკოსის ლაბორატორიაში ბევრი საინტერესო რამ იყო: საგნები მექანიკური ელემენტებით და ნაკლებად გასაგები რთული ექსპონატები. მაგრამ, ყველაზე უჩვეულო და თვალშისაცემი მზის სისტემის მოდელი იყო, რომელსაც ცალკე დარბაზი ჰქონდა დათმობილი. მის ცენტრში ფარანი ანათებდა, რომელიც მზის სიმბოლო იყო. მის გარშემო კი, პლანეტები ბრუნავდნენ, საკუთარი თანამგზავრებით. ნანახით გაოცებული დარჩა ათეისტი მეგობარიც. — რა საოცარი ინსტალაციაა! სად იშოვე? მეც მინდა ასეთი რამ მქონდეს, – დაინტერესდა ათეისტი. — არსად, – უპასუხა ნიუტონმა. — თავად გამოიგონე? – ჰკითხა მას ათეისტმა. — არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ჩემი მორიგი ცდის შემდეგ, ბევრი ნივთი, რომელიც აღარ მჭირდებოდა, ნაგავში გადავყარე. მაგრამ, უეცრად დაიქუხა, ღრუბელი გაიფანტა და ეს ნივთებიც თავის ადგილზე გაჩნდა, მავთულები შეერთდა, მასში დენმა გაიარა და პლანეტებმა ბრუნვა თავისით დაიწყეს. — დამცინი არა?! ასე აწყობილი სისტემა თავისით ვერ შეიქმნებოდა. — მაშინ მითხარი, რა უფრო რთულია: მზის სისტემა, თუ მისი მოდელი? – ჰკითხა მას ნიუტონმა. — რა თქმა უნდა, მზის სისტემა. მაგრამ, რატომ დამისვით ეს კითხვა? — იმიტომ, რომ მაინტერესებს, რატომ სჭირდება უბრალო მოდელს შემოქმედი, ხოლო, უფრო რთული სისტემა ქაოსიდან როგორ შეიქმნა? ათეისტი მეგობარი ჩუმად იდგა და არ იცოდა რა ეპასუხა. ხოლო, ნიუტონმა დაამატა: სხვა სიახლეები:* ფოტოები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს* რა ცვლილებები მოხდება დედამიწაზე, თუ მთვარე უეცრად გაქრება?* გოგონამ უსახლკარო კნუტი შეიფარა, მაგრამ ის კატის არ აღმოჩნდა...* როგორ ხუმრობდა სტალინი? – რეალურად მომხდარი ისტორიები* 20 ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში Google–ის ვერსიით* ის ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და დღეს ჩვენ შორის არის – მარადიული სიცოცხლისთვის განწირული* არსებობს თუ არა, დედამიწის ორეული და პარალელური სამყაროები?3173 7-ს მოსწონს |
“მასში დენმა გაიარა და პლანეტებმა ბრუნვა თავისით დაიწყეს“ - ვოლტა იყო პირველი მეცნიერი, ვინც ელექტროდენი აღმოაჩინა, დაიბადა ნიუტონის გარდაცვალებიდან 18 წლის მერე.