x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
6 მითი მსოფლიო ისტორიიდან, რომლისაც დღემდე სჯერათ

image
მეცნიერება არ დგას ერთ ადგილზე, მათ შორის ისტორიაც. მაგრამ კინორეჟისორები და სახელმძღვანელოების ავტორები ყოველთვის არ მისდევენ მას. შედეგად, ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ შუა საუკუნეებში ადამიანები არ ბანაობდნენ, დედამიწა ბრტყლი ეგონათ და რომ ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ავსტრალია.

1. შუა საუკუნეებში სწამდათ, რომ დედამიწა ბრტყელი იყო

ზოგჯერ შეიძლება მოისმინოთ მოსაზრება, რომ ქრისტეფორე კოლუმბმა თავისი მოგზაურობით დაამტკიცა, რომ დედამიწა მრგვალია. სინამდვილეში, იმ დროისთვის ადამიანებმა კარგად იცოდნენ, რომ ჩვენი პლანეტა ბრტყელი არ იყო. და მათ ეს იცოდნენ უძველესი დროიდან.

ჯერ კიდევ ძვ. წ. IV საუკუნეში, პითაგორა, შემდეგ არისტოტელე და ევკლიდე, თავიანთ ნაშრომებში დედამიწას სფერულს უწოდებდნენ. პტოლემე თავის ნაშრომში, რომელიც კოიოლუმბის გაცურვამდე 1300 წლით ადრეა დაწერილი, და სწორედ მისით ხელმძღვანელობდა მოგზაური, ასევე არ წერია, რომ დედამიწა ბრტყელია. და მთავარი კითხვა, რომელზეც მოგზაურს სურდა პასუხის გაცემა, იყო არა დედამიწის ფორმა, არამედ ოკეანის ტერიტორია, რომლის გადალახვაც მას სურდა.image

2. ტანსაცმელი თასმებით და ლითონის გასაყრელებით იყო

თასმები შუა საუკუნეების ტანსაცმლის განუყოფელი ნაწილია, როგორც მამაკაცების, ისე ქალების სამოსშიც. ფილმებში კი კოსტუმების დიზაინერები ხშირად იყენებენ მათ ლითონის დაბოლოებებით, საქმ ეკი იმაშია, რომ მაგრამ ლითონის რგოლებ, რომელშიც ეს თასმები გადიოდა, გამოიგონეს მხოლოდ მე -19 საუკუნეში. image

3. მარია ანტუანეტამ თქვა “დაე ნამცხვრები ჭამონ"

ითვლება, რომ მარია ანტუანეტა ძალიან მფლანგველი იყო, იმავდროულად ცინიკური და გულგრილი სხვისი პრობლემების მიმართ. სწორედ მას მიაწერენ ფრაზას „დაე, ნამცხვრები ჭამონ“ როდესაც მის ქვეშევრდომებს არ ჰქონდათ საკმარისი პური. ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ სამეფო ხარჯები ნამდვილად დიდი იყო, მაგრამ ანტუანეტას მსგავსი სიტყვები არ უთქვამს.

მარია ანტუანეტას ბიოგრაფიის ავტორი, ენტონი ფრეზერი, თვლის, რომ ეს ციტატა სრულიად არადამახასიათებელი იქნებოდა საფრანგეთის დედოფლისთვის - ინტელექტუალი ქალი, რომელიც ეხმარებოდა ღარიბებს, გულუხვად გასცემდა ქველმოქმედებისთვის.image

4. ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ავსტრალია

ბევრს ჯერ კიდევ სკოლიდან ახსოვს, რომ კაპიტანმა ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ავსტრალია. სინამდვილეში, ევროპელებმა ამ კონტინენტის არსებობის შესახებ ადრეც იცოდნენ. პირველი ცნობილი დაშვება ავსტრალიის სანაპიროზე მოხდა 1606 წელს ჰოლანდიელი მოგზაურის, სახელად ვილემ იანსონის მიერ.

იმავე წელს ესპანელმა მკვლევარმა ლუის ვაეს დე ტორესმა გაცურა სრუტე, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი დაარქვეს. ამის შემდეგ 29 მეზღვაურმა ჰოლანდიიდან XVII საუკუნეში გამოიკვლია ავსტრალიის დასავლეთი და სამხრეთი სანაპიროები და კონტინენტს ახალი ჰოლანდია დაარქვა. და მხოლოდ 1770 წელს ჯეიმს კუკმა დაამატა რუკაზე ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპირო.image

5. შუა საუკუნეების ციხე-კოშკებში ცუდი სუნი იყო

როგორც სასკოლო სახელმძღვანელოებში, ასევე ბევრ ფილმში, შუა საუკუნეები აღწერილია, როგორც პირქუში ეპოქა, რომლის დროსაც სუფევდა ანტისანიტარია და უსიამოვნო სუნი. ფაქტობრივად, იმ ისტორიულ პერიოდში ადამიანები ყურადღებას აქცევდნენ ჰიგიენას. თავადაზნაურობის წარმომადგენლები რეგულარულად იღებდნენ აბაზანას და ხშირად ბანაობდნენ მცენარეების ნახარშში და შემდეგ ივლებდნენ ვარდის წყალს.

მოქალაქეები საზოგადოებრივ აბანოში დადიოდნენ. მე-13 საუკუნისთვის პარიზში 32-ზე მეტი ასეთი აბანო იყო ნაპოვნი.image

6. და ვინჩი ლეონარდოს გვარია

ბრწყინვალე მხატვარს გვარი არ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. "და ვინჩი" უბრალოდ ნიშნავს "ქალაქ ვინჩიდან". მისი სრული სახელია ლეონარდო დი სერ პიერო და ვინჩი, ანუ „ლეონარდო, ბატონი პიერო ვინჩის ვაჟი“.image



0
473
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0