x
image
არჩილ ვერულიძე
ძაღლები-გმირები მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის ველზე

image
ისინი თანაბარ პირობებში იბრძოდნენ ჯარისკაცებთან ერთად, ეხმარებოდნენ დაჭრილების გამოყვანაში, პარტიზანებისთვის მავთულხლართების გაჭიმვაში და საკუთარი სიცოცხლის ფასად ტანკებსაც კი აფეთქებდნენ.

იმ საშინელ წლებში ძაღლები არა მხოლოდ ებრძოდნენ გერმანულ ჯარებს, შიმშილობდნენ და იყინებოდნენ სანგრებში, არამედ ბევრისთვის მათი გონებრივი ძალისა და აზროვნების შეაძლებლობის შენარჩუნების საგანს წარმოადგენდნენ. 68000 ძაღლი 168 რაზმში იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, მხოლოდ წითელი არმიის რიგებში.

შოტლანდიური კოლი დიკი
image
მეორე მსოფლიო ომის დროს დიკმა აღმოაჩინა 12 ათასზე მეტი ნაღმი, მან განაღმა ლისიჩანსკი, სტალინგრადი, პრაღა და სხვა ქალაქები. ლუგას მთავარ ქუჩაზე, მთლიანად დამწვარი სახლის სარდაფში, მან აღმოაჩინა სწრაფმოქმედი ბომბი. მაგრამ, ალბათ, მისი ყველაზე ცნობილი მიღწევაა საათის მექანიზმის მქონე ასაფეთქებელი საშუალების აღმოჩენა, რომელიც იწონიდა 2, 5 ტონას, რა რომელიც დიკმა იპოვა პავლოვსკის სასახლის საძირკველში აფეთქებამდე ერთი საათით ადრე. როდესაც ომი დასრულდა, დიკი თავის პატრონს დაუბრუნდა. მას ბევრი ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამდენჯერმე გამხდარიყო სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული. მამაცმა დიკმა იცოცხლა სიბერემდე და ის სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ნაგაზი სახელად აგაი


image
ყარაული ძაღლები მუშაობდნენ საბრძოლო დაცვაში, ისხდნენ საფარში მტრის საპოვნელად. ღამით, და დღისით, სიცივეში და ცუდ ამინდში. მხოლოდ სხეულის მობრუნებით აჩვენებდნენ ჯარისკაცებს მიმართულებას, სადაც საფრთხე იმალებოდა. აგაიმ სამსახურის განმავლობაში 12-ჯერ თავისი ყეფით შეაჩერა გერმანელი ჯარისკაცები, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობდნენ მიახლოებოდნენ მოწინააღმდეგეთა პოზიციებს.

მზვერავი ჯეკი
image

მისი წყალობით რუსმა ჯარისკაცებმა შეძლეს მტრის თითქმის 20 ჯარისკაცის დატყვევება, რომელთაგან ერთი იყო ოფიცერი გლოგაუს აუღებელი ციხესიმაგრიდან. მზვერავმა კისაგულოვმა მხოლოდ ჯეკის წყალობით შეძლო შესანიშნავად დაცულ ციხესიმაგრეში შესვლა და შემდგომ მისი უსაფრთხოდ დატოვება.

განაზი დინა
image
იგი ისტორიაში შევიდა, როგორც ბელორუსის "რკინიგზის ომის" მონაწილე. დინა გახდა პირველი დივერსანტი ძაღლი წითელ არმიაში. 1943 წლის 19 აგვისტოს ნაგაზმა გაანადგურა გერმანული ეშელონი, პოლოცკ-დრისას მონაკვეთზე: ძაღლი გამოვარდა ლიანდაგზე იმ მატარებლის წინ, რომელზედაც ნაცისტი ოფიცრები შვებულებაში მიემგზავრებოდნენ. ძაღლმა ლიანდაგზე დადო შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერებით და დამცავი მექანიზმი კბილების დახმარებით ამოაძრო, თავად კი ტყეში მიმალვა მოასწრო, ვიდრე აფეთქება მოხდებოდა.
განადგურდა 10 ვაგონი, რკინიგზის დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა. მოგვიანებით, დინამ ორჯერ მიიღო მონაწილეობა პოლოცკის განაღმვაში. გერმანიის საავადმყოფოში ერთ-ერთი ოპერაციის დროს კი დინამ ლეიბში დამალული ნაღმი იპოვა.

ძაღლი-სანიტარი სახელად მუხთარი

image
დანარჩენი ძაღლი-სანიტრების მსგავსად, მუხთარსაც დაჭრილებისთვის ჩანთები უნდა მიეტა, რომელშიც სასწრაფო დამარების ნივთები ინახებოდა. მაგრამ ის ცნობილი გახდა ბრძოლის ველიდან 400-ზე მეტი დასახიჩრებული და დაჭრილი ჯარისკაცის გამოყვანით. მათ შორის იყო მისი პატრონი და მეწყვილე კაპრალი ზორინი, რომელსაც კანტუზიის შეტევა დაემართა აფეთხების დროს. მუხთარმა პატრონი გამოათრია ბრძოლის ველიდან და სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ჯულბარსი
image

ძაღლი ლეგენდა. მე-14 მოერიშეთა საინჟინრო ბრიგადაში მსახურობისას (1944 წლის სექტემბერი - 1945 წლის აგვისტო) მან აღმოაჩინა 7468 ნაღმი და 150-ზე მეტი ჭურვი ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და რუმინეთში. ჯულბარსმა განაღმა პრაღის ციხესიმაგრეები, სასახლეები დუნაის თავზე, ვენის ტაძრები. 1945 წლის 21 მარტს ჯულბარსს მიენიჭა მედალი "სამხედრო დამსახურებისთვის", ხოლო 1945 წლის 14 ივნისს იგი იმყპფებოდა საზეიმო აღლუმზე წითელ მოედანზე. ომის ბოლოს რამდენიმე ჭრილობა მიიღო და დამოუკიდებლად სიარული არ შეეძლო. ჯულბარსს შეხვეული თათებით, ერთგვარ ნავზე დაატარებდა 37-ე ცალკეული გამნაღმველთა ბატალიონის მეთაური, და ასევე მთავარი კინოლოგი, პოლკოვნიკ-ლეიტენანტი ალექსანდრე მაზოვერი. 1946 წელს ჯულბარსი გახდა კინოვარსკვლავი, ითამაშა ფილმში "თეთრი ეშვი", რომელიც დაფუძნებულია ჯეკ ლონდონის რომანზე.

image
ყველა სამხედრო ძაღლი ასრულებდა სხვადასხვა დავალებას, მაგრამ ყველას ერთი რამ აქვს საერთო: ისინი იყვნენ ცოცხალი თილისმები და ასრულებდნენ ძაღლის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას - ისინი დაეხმარნენ ჯარისკაცებს არ დაცემულიყვნენ სულით და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ებრძოლათ.

ავტორის შენიშვნა: ის ფაქტი, რომ ცხოველებს უწევთ თავიანთი სიცოცხლის დათმობა ადამიანთა სულელური ამბიციებისა და ახირებების გამო ამაზრზენია.

0
196
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0