ფსიქოლოგია გაუნათლებელი, კონფლიქტური და უმუშევარი ცოლ-ქმარი - მოძალადე მშობელთა ტიპიური ნიმუშია 2022, 1 მაისი, 1:24 ბევრ მშობელს სავსებად დასაშვებად მიაჩია ბავშვის ფიზიკური დასჯის, როგორც სააღმზრდელო ხერხის გამოყენება. რომ ფიზიკური დასჯა ყოველთვის არ ატარებს ძალადობის ხასიათს .მაგრამ თუ ამას მოჰყვება ბავშვის დაზიანება ან დასაჩიხრება, საქმე გვაქვს ბავშვზე განხორციელებულ ძალადობასთან. როდესაც ბავშვის საბაზო მოთხოვნები არ კმაყოფილდება და ეს ბავშვს აზიანებს - ეს უკვე ბავშვის უგულებელყოფაა. ოჯახში გამეფებული ძალადობრივი ატმოსფერო არაერთ ბავშვს აზიანებს. ბავშვის მიმართ ძალადობას და მის უგულებელყოფას ახორციელებენ როგორც დედები ასევე მამები. მაგრამ უფრო ხშირად მამები ძალადობენ, ხოლო დედები უფრო უგულებელყოფენ. ახალგაზრდა, დაბალი სოციალური ფენის არასრული საშუალო განათლების მქონე მშობლები, ან ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი წყვილები, უმუშევარი და მატერიალურად შეჭირვებული ცოლ-ქმარი - მოძალადე მშობელთა ტიპიური ნიმუშია. ამგვარ მშობლებს აკლიათ ბავშვის აღზრდის უნარჩვევები. ასეთი მშობლებისთვის დამახასიათებელია, ის რომ თავისი ამგვარი ქცევა ბავშვის დისციპლინირების სრულიად კანონიერ ფორმად მიაჩნიათ. მოძალადე მშობლებს ახასიათებთ არარეალისტური მოლოდინები საკუთარი შვილების მიმართ და მეტად ხისტი წარმოდგენები თუ როგორ უნდა იქცეოდეს “კარგი ბავშვი " ბავშვზე განხორციელებული ძალადობათა ერთობლიობებს შორის გამოირჩევა 4 თეორია : პირველ ერთობლიობაში შედის კულტურული შეხედულებები და ნორმები მშობლის მიერ ბავშვის დისციპლინირების შესახებ . ( რაც ბავშვის ფიზიკური დასჯის მნიშვნელოვანი საყრდენია) . მეორე ერთობლიობა მოიცავს ბავშვის იმ ნიშანთვისებებს, რომლებიც ზრდიან შანსს გახდნენ მსხვერპლნი (ბავშვი, რომელიც ძნელად მოსავლელი და აღსახრდელია ) მესამე ერთობლიობა შეიცავს მოძალადე მშობლების ნიშან-თვისებებს . რაც განაწყობს ძალის გამოყენებისაკენ . ( სოც. იზოლირებულობა, ბრაზიანობა ) ამ ყველაფერს დაემატება მეოთხე ფაქტორი - სტრესის მაღალი დონე. ( უმუშევრობა, უთანხმოება ) უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვზე ძალადობა უფრო მეტადაა გავრცელებული კულტურებში, სადაც ბავშვის ფიზიკური დასჯა მისაღებად არის მიჩნეული. ვიდრე იმ კუკტურებში სადაც უბრალოდ დაუშვებელია. 53 1-ს მოსწონს
|