x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
გაუნათლებელი, კონფლიქტური და უმუშევარი ცოლ-ქმარი - მოძალადე მშობელთა ტიპიური ნიმუშია


ბევრ მშობელს სავსებად დასაშვებად მიაჩია ბავშვის ფიზიკური დასჯის, როგორც სააღმზრდელო ხერხის გამოყენება. რომ ფიზიკური დასჯა ყოველთვის არ ატარებს ძალადობის ხასიათს .მაგრამ თუ ამას მოჰყვება ბავშვის დაზიანება ან დასაჩიხრება, საქმე გვაქვს ბავშვზე განხორციელებულ ძალადობასთან.


image


ოდესაც ბავშვის საბაზო მოთხოვნები არ კმაყოფილდება და ეს ბავშვს აზიანებს - ეს უკვე ბავშვის უგულებელყოფაა. ოჯახში გამეფებული ძალადობრივი ატმოსფერო არაერთ ბავშვს აზიანებს.


ბავშვის მიმართ ძალადობას და მის უგულებელყოფას ახორციელებენ როგორც დედები ასევე მამები. მაგრამ უფრო ხშირად მამები ძალადობენ, ხოლო დედები უფრო უგულებელყოფენ.




image

ახალგაზრდა, დაბალი სოციალური ფენის არასრული საშუალო განათლების მქონე მშობლები, ან ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი წყვილები, უმუშევარი და მატერიალურად შეჭირვებული ცოლ-ქმარი - მოძალადე მშობელთა ტიპიური ნიმუშია.



ამგვარ მშობლებს აკლიათ ბავშვის აღზრდის უნარჩვევები. ასეთი მშობლებისთვის დამახასიათებელია, ის რომ თავისი ამგვარი ქცევა ბავშვის დისციპლინირების სრულიად კანონიერ ფორმად მიაჩნიათ.



image


მოძალადე მშობლებს ახასიათებთ არარეალისტური მოლოდინები საკუთარი შვილების მიმართ და მეტად ხისტი წარმოდგენები თუ როგორ უნდა იქცეოდეს “კარგი ბავშვი "


ბავშვზე განხორციელებული ძალადობათა ერთობლიობებს შორის გამოირჩევა 4 თეორია :


პირველ ერთობლიობაში შედის კულტურული შეხედულებები და ნორმები მშობლის მიერ ბავშვის დისციპლინირების შესახებ . ( რაც ბავშვის ფიზიკური დასჯის მნიშვნელოვანი საყრდენია) .

მეორე ერთობლიობა მოიცავს ბავშვის იმ ნიშანთვისებებს, რომლებიც ზრდიან შანსს გახდნენ მსხვერპლნი (ბავშვი, რომელიც ძნელად მოსავლელი და აღსახრდელია )


მესამე ერთობლიობა შეიცავს მოძალადე მშობლების ნიშან-თვისებებს . რაც განაწყობს ძალის გამოყენებისაკენ . ( სოც. იზოლირებულობა, ბრაზიანობა )


ამ ყველაფერს დაემატება მეოთხე ფაქტორი - სტრესის მაღალი დონე. ( უმუშევრობა, უთანხმოება )


image



უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვზე ძალადობა უფრო მეტადაა გავრცელებული კულტურებში, სადაც ბავშვის ფიზიკური დასჯა მისაღებად არის მიჩნეული. ვიდრე იმ კუკტურებში სადაც უბრალოდ დაუშვებელია.

1
53
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
53
  
ასე ხდება,როცა საზოგადოების ინტერესიდან და მოთხოვნით ქმნიან ადამიანები ოჯახს,მერე ასევე საზოგადოების მოთხოვნით შვილი უნდა ყავდეს 1-2 წელში. ბევრი განათლებული ადამიანი მინახია,ვინც გადაწყვიტა ოჯახის შექმნა და სამსახურზე უარი თქვა,ხოლო თავის კაიერის ნგრევას ბავშვს აბრალებს. საქართველოში შექმნილი ოჯახების უმეტესობა არ სურთ/არ არიან მზად შვილის ყოლისთვის,მაგრამ რეალობიდან გამომდინარე,ყავთ და დადიან დაბოღმილები,მერე ეს ბოღმა ბავშვებზე გადააქთ. სტატიაში ბევრი რამეა განხილული,მაგრამ მთავარი არის გამოტოვებული,საქართველოში ყველა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. დილით ადრე ადგომდან დაწყებული იმ შენობაში გაშვებით დამთავრებული,რასაც ჩვენში სკოლას ეძახიან არის ძალადობა,ხოლო ამას ნორმად რაცხავენ. ათიდან ცხრას არ უნდა წასვლა სკოლაში,ხოლო 10/10 არ სურს ადრე გაღვიძება,ამაზე რატომ არ საუბრობთ თეკლა? სურვილის საწინააღმდეგო მოქმედებას ხომ ძალადობა ქვია და საინტერესოა ამას ნორმად რატომ აღიქვავთ. რაც შეეხება ცემას,ეგეც ნორმად იყო მიჩნეული და მაგ ნორმას მიყვებიან,ბავშვისთვის კარგი მინდას მოტივით. ზუსტად ეგრე არის ჩემი მოყვანილი სიტუაციაც,ბავშვებზე ზრუნვის მოტივით აძალებენ გაღვიძებას და მერე სკოლაში წასვლას,თავიდანვე აჩვევენ მონობას და ძალადობის შემგუებლობას. წარმოუდგენელია,ზრუნავდე შვილზე და მას უშვებდე სკოლაში,არ გაქვთ ნანახი,რა სახეებით მოძრაობს ზოგიერთი მასწავლებელი?
0 1 1