x
image
Teklamaisuraze
როგორ ყალიბდება მე-ს განცდა - როგორ მოქმედებს მშობლის შეფასება შვილებზე

როგორ გვიყალიბდება საკუთარი მე . რისგან შედგება “მე " - კონცეფცია.

საიდან ვიცით რომელი პიროვნული ნიშნებია ჩვენთვის დამახასიათებელი? როგორ შთაბეჭდილებებს ვახდებთ სხვებზე? თვითშეფასების რა დონე გვიყალიბდება?


image


სოციოლოგმა ჩარლზ კულიმ სარკული “მე"-ს ცნება წამოაყენა. კულის თანახმად მე- ს კონცეფციაში ყოველთვის ნაგუკისხმევია სხვა ადამიანი.

1.წარმოვიდგენთ თუ როგორები ვართ სხვა ადამიანების თვალში.

2. წარმოვისახავთ სხვა ადამიანების მიერ ჩვენი ქცევების შეფასებას.

3. განვიცდით საკუთარი თავისადმი გაკვეულ გრძნობებს ( სიამაყეს, უხერხულობას )


რაც სხვათა მიერ ჩვენს შეფასებას ემყარება. კულის აზრით ადამიანი რეაგირებს განწყობაზე. ადამიანი თავის თავს ხედავს არა უშუალოდ, არამედ საზოგადოების თვალთახედვით. მორცხვი ვარ თუ თამამი, ამას ვერ გავიგებ, თუ არ მოვახდინე სხვებთან შედარება.


image


ჩვენი მე ვითარდება, როცა ადამიანები იძენენ უნარს თავის თავს უყურონ სხვა ადამიანის თვალით.

ამის იკუსტრირებას ახდენს ერთი გამოკვლევა : რომელშიც შედარებული იყო სკოლის 4 და 7 კლასელთა თვითშეფასებები. და მშობელთა მიერ მათი შეფასებები. თითოეული მშობელი აფასებდა საკუთარი შვილის აკადემიურ და სპორტულ უნარებს და გარეგნულ სილამაზეს.

მშობელთა შეფასებები გავლენას ახდენს შვილების თვითშეფასებებზე. მშობლების ქულები თანაფარდობითი იყო შვილების თვითშეფასების ქულებთან, განსაკუთრებით თვისობრივ და სპორტულ უნარებში, იმიტომ რომ სილამაზეს ასე თუ ისე საყოველთაო სტანდარტი აქვს.


image



როდესაც ჩვენს თავს შორიდან შევხედავთ, საშუალება გვაქვს ობიექტურები ვიყოთ. ეს მე-ს განცდას გვანიჭებს, რაც სოციალური ურთიერთქმედების სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.

უნარი შეხედო საკუთარ თავს “განზოგადებული სხვა ადამიანის თვალით " მე-ს განვითარების უმაღლესი სტადიის მონაპოვარია.




თუ ეს 4 ქცევა შეამჩნიეთ, ე.ი. ვიღაც თქვენს მოხიბვლას ცდილობს

image

1
119
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
119
  
2022, 1 მაისი, 12:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1