ფოტოგრაფია ცნობილი სახეები ვენეციაში: უიშვიათესი ფოტოები ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ფოტოარქივიდან 2022, 29 აპრილი, 22:29
დრო მიდის და ერთ დღესაც მთელი ეპოქიდან მხოლოდ მოგონებებიღა დარჩება. წინაპრებთან შედარებით ჩვენ ბევრად უფრო გაგვიმართლა. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, საშუალება გვეძლევა ეს საოცარი, უნიკალური ფოტოები დავიწყებას არ მივცეთ. დღესდღეობით, მთელ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს ძველი ფოტოების გაციფრულება და აღდგენა, რომლის წყალობითაც გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა კიდევ უკეთ გავიცნოთ ჩვენი მშობლების ცხოვრება. სამწუხაროდ, ყველა ფოტოს გაციფრულება ვერ ხერხდება და ბევრი მათგანი მომავალი თაობებისთვის უბრალოდ უკვალოდ ქრება. ფოტოგრაფებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს - თავისი არქიტექტურით, არაორდინარული მოვლენებითა და ცნობილი სახეების სიმრავლით ყოველთვის - ვენეცია წარმოადგენდა, და ეს დღესაც ასეა... ჰოდა, არც ისე დიდი ხნის წინ, სწორედ ვენეციურმა სტუდია "Cameraphoto"-მ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ფოტოარქივის გაციფრულების ფართომასშტაბიანი პროექტი წამოიწყო. 320 ათასი ნეგატივი ე.წ. "არხების ქალაქის" 50 წლიან ისტორიას გულდასმით ინახავს. კინოგმირები, მსახიობები, ექსცენტრული პერსონაჟები, უჩვეულო გამოგონებები და ვენეციის ქუჩებში მოსეინე სპილოები - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა. ყველა ნამუშევარს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ცნობილი ადამიანების ფოტოები, რომლებიც ამ ზღაპრულ ქალაქს სხვადასხვა წლებში, სრულიად განსახვავებული მიზეზებით სტუმრობდნენ. სოფი ლორენს, პოლ ნიუმენს, სალვადორ დალის, ჯეინ ფონდას, კირკ დუგლასსა და სხვა არაერთ სახელოვან ადამიანს "ადრიატიკის დედოფლად" წოდებულ ამ ქალაქში ყოფნა განსაკუთრებით უყვარდათ. ახლა კი, უკვე "Cameraphoto"-ს სტუდიის ძალისხმევის წყალობით, ჩვენც გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა ისტორიას ცოტათი მაინც შევეხოთ და თვალი გადავავლოთ ამ უნიკალურ, რარიტეტულ ფოტოებს
სალვადორ დალი, 1961 წელი
კირკ დუგლასი, 1953 წელი
როჯერ მური, 1979 წელი
ერნესტ ჰემინგუეი, 1948 წელი
ტოტო, 1950 წელი
ალენ დელონი, 1962 წელი
მარჩელო მასტროიანი, 1973 წელი
ბრიჯიტ ბარდო
ბერტ ლანკასტერი, 1962 წელი
ჩეტ ბეიკერი, 1961 წელი
კლაუდია კარდინალე, 1960 წელი
კატრინ დენევი
ეზრა პაუნდი, 1969 წელი
ჯინა ლოლობრიჯიდა, 1954 წელი
ჯინა ლოლობრიჯიდა, 1967 წელი
ჯეი ფონდა, 1967 წელი
ჟან-პოლ ბელმონდო
ჯონ ფორდი
კირკ დუგლასი ნოველა პარიჯინისა და ლილი გრეკოსთან ერთად, 1953 წელი
სოფი ლორენი და მარია შიკოლონე, 1955 წელი
მარია კალასი, 1950 წელი
მიკ ჯაგერი
ორსონ უელსი და ანა მანიანი
პაბლო პიკასო, 1948 წელი
პოლ ნიუმენი
შონ კონერი, 1970 წელი
ტრუმენ კაპოტე, 1951 წელი
ლუკინო ვისკონტი
უოლტ დისნეი, 1951 წელი
და ამ ზღაპრული ქალაქის კიდევ რამდენიმე უჩვეულო ფოტო:
ნადირობა, 1946 წელი
ცირკი ვენეციაში, 1954 წელი
წყალდიდობა 1966 წლის ნოემბერში
ავტომობილი რიალტოს ხიდზე, 1961 წელი
ზამთარი 1963 წელი
|