საქართველო "ბოკერია გართმევდათ ხო ტრადიციებს თქვე მანქურთებო?” - ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი 2022, 29 აპრილი, 15:59 "ბოკერია გართმევდათ ხო ტრადიციებს თქვე მანქურთებო?"- ამ შინაარსის პოსტით ეხმაურება "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი კომპანია "ბორჯომის" საწარმოო პროცესის დროებით გაჩერებას და მმართველ გუნდს მიმართავს:"რუსული ბაზრისთვის ბრძოლა დასრულდა იმით, რომ ქართველები ბორჯომს ვეღარ დავლევთ!ქოცებმა ბორჯომი წაგვართვეს!რუსული ბაზრისთვის იმდენი იბრძოლეს, ბორჯომის რუსი მფლობელი სანქცირებულია და მუშაობა შეჩერდა.ბოკერია გართმევდათ ხო ტრადიციებს თქვე მანქურთებო?" - წერს "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.შეგახსენებთ, რომ სანქციების გამო "ბორჯომი" წარმოებას დროებით აჩერებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია "IDS ბორჯომი — საქართველო" ავრცელებს და მიზეზად უკრაინაში საომარ მოქმედებებს ასახელებს:"უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი"- აცხადებს კომპანია "ბორჯომი".ცნობისთვის, "IDS Borjomi"-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული "ალფა ჯგუფი" ფლობს, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაში მოხვდა.544 შეფასება არ არის |