კინო როგორ იქცა პლანეტის ერთერთი ყველაზე სექსუალური და "ცეცხლოვანი" მსახიობი ჯესიკა ალბა კარგ დედად და დიასახლისად 2022, 29 აპრილი, 13:40 იშვიათია ვარსკვლავ მახიობებს შორის ქალი რომელსაც პროფესია, პირადი ცხოვრება და ზოგადად ცხოვრება ერთნაირად კარგად ჰქონდეს აწყობილი. ხშირი განქორწინებები, დეპრესიის გამო ნარკოტიკების მოხმარება, "ვარსკვლავური ფობიები" უცხო არაა მაღალანაზღაურებადი კინოს ზე ცნობილი მსახიობებისათვის, ამ შემთხვევაში საუბარია ქალ მსახიობზე 2000-იანი წლების ერთერთ ყველაზე ლამაზ, სექსუალურ და "ცეცხლოვან" მსახიობზე ჯესიკა ალბაზე. მოდის თუ საზოგადოების მაღალი ფენის საზოგადოებაზე გათვლილი ჟურნალები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ჯესიკას პიკანტური სურათების დაბეჭდვაში მათი ჟურნალების მთავარ გვერდებზე, თავად ჯესიკა ფოტოსესიებში განსაკუთღებით გამოკვეთდა ხოლმე იმ ადგილებს, რომლითაც უხვად დააჯილდოვა ბუნებამ ეს ულამაზესი მსახიობი. 2010 წელს ჯესიკა გახდა დედა და უკვე მისი სოციალური გვერდი "დუღს" ჯესიკას მიერ შვილებთან ერთად გადაღებული სურათებით, როგორც ჩანს მსახიობმა სექსუალური ქალის იმიჯს კარგი დედის და დიასახლისის იმიჯი ამჯობინა რაზეც სოციალური ქსელის მის გვერდზე ატვირთული სურათებიც მეტყველებს. ჯესიკა უდიდეს დროს უთმობს შვილებს და ოჯახს და როგორც მისი გარემოცვის ადამიანები ამბობენ ჯესიკა ძალიან კარგი დედა და დიასახლისია. ჯესიკა უკვე ნახევრად შიშველი სურათების გამოქვეყნების ნაცვლად სისტემატურად აქვეყნებს სურათებს შვილებთან, ოჯახთან, კულინარიის მოყვარულებს სთავაზობს გემრიელი საკვების მომზადების რეცეპტებს. გთავაზობთ სექსუალური და "ცეცხლოვანი" ჯესიკას და უკვე მეოჯახე ჯესიკას ფოტოკოლაჟებს. ეს კი სექსუალური და "ცეცხლოვანი" ჯესიკას ფოტოკოლაჟი, რომლითაც ადრე სავსე იყო მოდური ჟურნალები. 320 6-ს მოსწონს |