სპირიტისტმა, ექსპერიმენტის ფარგლებში, თავი მოიკლა და...
არსებობს თუ არა ცნობიერება სიკვდილის შემდეგ? თომას ბრედფორდისთვის, ენთუზიასტი – სპირიტისტისთვის, ამის დასამტკიცებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობდა...
XIX საუკუნის ბოლოს, სპირიტული სეანსები, ერთ–ერთი იყო, იმ დროის, მცირერიცხოვანი გართობებიდან — მედიუმთან მისვლა და თავისი ნაცნობი, ან თუნდაც, უცნობი, მიცვალებულის სულის გამოძახება, ნებისმიერს შეეძლო.
1921 წ. ორმა სპირიტისტმა — თომას ბრედფორდმა და რუთ დორანმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა — მათი აზრით, სულებთან ურთიერთობის რეალობის შემოწმების ერთადერთი გზა, — ერთ–ერთი მათგანის თვითმკვლელობა და მეორეს «სათანადოდ მომართული ცნობიერება» იყო. შეთანხმების თანახმად, 48 წლის ბრედფორდი სიცოცხლეს სუიციდით დაასრულებდა, ხოლო შემდეგ, იმ ქვეყნიდან, რუთთან დაკავშირებას შეცდებოდა.
თომას ბრედფორდის ექსპერიმენტი
ბრედფორდა გაზეთში განცხადება განათავსა იმის თაობაზე, რომ «სპირიტისტული მეცნიერებით» დაინტერესებულ ადამიანს ეძებდა. მას ქალბატონი რუთ დორანი გამოეხმაურა: «მის განცხადებას მხოლოდ იმიტომ გამოვეხმაურე, რომ უფრო მეტის გაგება მინდოდა იმის შესახებ, რაც ნაკლებად მესმოდა», — უთხრა მან მოგვიანებით ჟურნალისტებს. «მე სპირიტისტი არა ვარ და არც ექსტრასენსების მჯერა» — განაცხადა მან.
როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, თომასმა რუთს თავისი გეგმების შესახებ უამბო. «იმის დასადგენად, არსებობს თუ არა საიქიო ცხოვრება, მხოლოდ ერთი გზა არსებობს — გარდაცვალება და შემდეგ, ცოცხალ ადამიანებთან დაკავშირება» — უთხრა სპირიტისტმა ახალ ნაცნობს.
1921 წ. 6 თებერვალს ბრედფორდმა ნაქირავებ ბინაში გაზი გაუშვა და საწოლში ჩაწვა. ის ღრმად იქამდე სუნთქავდა, ვიდრე არ გაიგუდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ, წერილი აღმოაჩინა, რომელშიც ეწერა: «სამეცნიერო ფაქტების დახმარებით, მე მსურს ნათლად მოვახდინო სულის ფენომენის დემონსტრირება და იმის დამტკიცება, რომ ეს ფენომენი ზებუნებრივი სფეროს მიღმა არის».
გარდაცვლილი სპირიტისტის დუმილი
რუთ დორანი კონტაქტისთვის მოემზადა. სასტუმროში, სადაც დორანი დაბინავდა, იმავე პერიოდში ვინმე ლულუ მაკი ცხოვრობდა, რომელმაც ბრედფორდის გარდაცვალებიდან 3 დღის შემდეგ განაცხადა, რომ
ესმოდა, თუ როგორ ეძახდა მას სპირიტისტის სული.
მისი თქმით, ის არ იცნობდა ბრედფორდს და არც თვითმკვლელობის ამბავი გაუგია, მაგრამ მისი თქმით, სული, რომელიც მასთან დაკავშირებას ცდილობდა, სწორედ თომას ბრედფორდის იყო, რადგან ერთ–ერთი სპირიტული სეანსის დროს, მას ძახილი: «თომას ბრედფორდ. თომას ბრედფორდ!» შემოესმა.
— ბრედფორდის სული სუსტია, — აღნიშნა მაკმა, — ეს იმიტომ, რომ მან თავი მოიკლა. შესაძლებელია გარკვეული დრო დასჭირდეს, რომ განიწმინდოს და მომდევნო სფეროში გადავიდეს — ის საკმარისად ძლიერი იქნება კომუნიკაციისთვის, როგორც კი ცოდვებისგან მთლიანად განიწმინდება.
1921 წლის 8 თებერვალს, ამ ისტორიაზე «The New York Times» სტატია დაიბეჭდა სათაურით: «გარდაცვლილი სპირიტისტი დუმს».
«გარღვევა»
ბრედფორდის გარდაცვალებიდან, 1 კვირის შემდეგ, დორანმა თქვა, რომ ის, მის სიახლოვეს, ვიღაცის არსებობას გრძნობს და სავარაუდოდ, ეს ბრედფორდი უნდა ყოფილიყო. რუთს ბუნდოვანი შეგრძნება გაუჩნდა, რომ სული კონტაქტზე 12 თებერვალს გამოვიდოდა. მაგრამ, იმ დღეს არაფერი მომხდარა. მაშინ, დეტროიტის და ნიუ-იორკის წამყვანმა სპირიტისტმა და მედიუმემ მისი დახმარება გადაწყვიტა. ყოველ დღე, საღამოს 9 სთ–ზე, ისინი საკუთარ პარანორმალურ შესაძლებლობებს იქითკენ მიმართავდნენ, რომ ბრედფორდს საიქიოს «ფარდის» გარღვევაში დახმარებოდნენ... და მათ ეს გამოუვიდათ!
დორანმა, სამი მოწმის თანდასწრებით, რომლებსაც, მათი თქმით, არ სჯეროდა ზებუნებრივის, თომასთან დაკავშირება მოახერხა: ქალს უეცრად სახე შეეცვალა, ხოლო, მისმა აკანკალებულმა ხელმა შეტყობინების ჩაწერა დაიწყო:
«მე პროფესორი ვარ, რომელიც თქვენ საიქიოდან გესაუბრებათ. მე საზღვარი გამოვარღვიე... და თქვენი ძალისხმევა ძალიან დამეხმარა».
«ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში, დიდ ცვლილებას ვერ ვამჩნევ. ველოდი, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მაგრამ, ეს ასე არ არის. ადამიანის ფორმა, მოხაზულობაში, ნარჩუნდება, მაგრამ არა ფიზიკურში».
«მე დიდ დროს, ჯერ კიდევ, სიბნელეში ვატარებ. ბევრ ადამიანს ვხედავ... და ისინი ბუნებრივად გამოიყურებიან».
დორანის განცხადებების მიუხედავად, რომ მან თითქოს თომასთან დაკავშირება შეძლო, არც საზოგადოება და არც თავად მედიუმები არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ბრედფორდის ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და მიცვალებულის სული ცოცხალთა სამყაროს დაუკავშირდა.
საბოლოო ჯამში, თომას ბრედფორდმა ვერაფერი დაამტკიცა და ვერც სამყაროს შეცვლა შეძლო, როგორც გეგმავდა. ამის ნაცვლად, მისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, მხოლოდ ტრაგიკული ისტორია დარჩა, რომელიც დროის უფსკრულში გაუჩინარდა.