x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
უკრაინაში აგრესორებთან ბრძოლაში უკვე ჩაერთვნენ სლოვაკური ტანკები "Т-72М1"
image

უკრაინაში ფართომასშტაბიანი რუსული აგრესიის შემდეგ ევროპა და აშშ შეშფოთება-აღშფოთების რეჟიმიდან რეალურ მოქმედებებზე გადავიდა და უკრაინას მიეწოდება გარკვეული რაოდენობის საბრძოლო მასალა და ტექნიკა, რაც ხელს შეუწყობს აგრესორების შეკავებას, განადგურებას და საჭიროებისას კონტრშეტებებზე გადასვლისათვის.


სლოვაკეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას ტანკების პირველი პარტია და ისინი უკვე იბრძვიან დონბასის მიმართულებაზე, სადაც მარიუპოლის შემდეგ ყველაზე "ცხელი ზონაა".


სლოვაკურ ტანკებს თან მოჰყვება სათადარიგო ნაწილები და შესაბამისად საბრძოლო მასალაც.



გამოუცდელი ადამიანი ვერც კი გაარჩევს "Т-72М1"-ს სტანდარტული "Т-72" მოდიფიკაციის ტანკისაგან.


აღნიშნული მოდელი გამოირჩევა შედარებით დაბალი სილუეტით, შემცირებული წონის მიუხედავად გაძლიერებული დაცვით, ცეცხლის მართვის მოდერნიზებული სისტემით, ჭურვების მიწოდების ავტომატიზირებული სისტემით, საჭიროებისას ტანკის დაცვის მიზნით საკვამლე კოჭების ავტომატურად ამოქმედებით კვამლის ფარდის შესაქმნელად.


თანკის ძრავის სიმძლავრეც გაძლიერებულია, ტანკში გამოყენებულია ქვემეხი "2А46М" ბევრად ზუსტია ვიდრე მისი საბაზისო ვარიანტი, ქვემეხი ორ განზომილებაშია სტაილიზირებული და შეუძლია ზუსტი სროლა მოძრაობის დროსაც, მისი სავალი ნაწილებიც გაუმჯობესებულია, რაც ტანკს მეტ მდგრადობას და ბალანსირებულ მოძრაობას უწყობს ხელს.


გარდა აღნიშნული ტანკებისა პოლონეთმა გადაწყვიტა და ნაწილობრივ უკვე მიაწოდა უკრაინას 100 ერთეული ტანკი თავისი საკმაოდ სოლიდური რაოდენობის საბრძოლო მარაგით.


კანადა უკრაინას გადასცემს 4 ერთეულ 155 მილიმეტრიან ჰაუბიცას "M777"-ს.


image

და მაღალი სიზუსტის შორსმსროლელი "M982 Excalibur"-ის ტიპის საარტილერიო ჭურვებს "GPS" დამიზნებით, სროლის მანძილი 40 კილომეტრია, ეფექტურობა კი ძალიან მაღალი.
image აშშ გადასცემს 90 ერთეულ ჰაუბიცას "M777"-გამწევებით და დაახლოებით 140 000 ჭურვს აღნიშნული ჰაუბიცისათვის.


ასევე აშშ გადასცემს უკრაინას 12 ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას "M142 HIMARS" (დაზუსტებული ინფორმაციით სისტემა უკვე უკრაინაშია).


image


ესტონეთი გადასცემს 9 ერთეულ ჰაუბიცას "Д-30". სლოვაკეთი 18 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცა

"Zuzana"-ს.
image
დიდი ბრიტანეთი გადასცემს 20 ერთეულს 155 მილიმეტრიან თვითმავალ საარტილერიო დანადგარს "AS-90"-ს 10 000 ჭურვთან ერთად.


image ბელგია მიაწვდის 24 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცას "M109A4BE"-საბრძოლო მარაგით.
image
საფრანგეთი მიაწვდის 12 ერთეულ თვითმავალ საარტილერიოს დანადგარს "CAESAR".
image ნიდერლანდები დაპირდა უკრაინას მიაწოდოს 24 ერთეულამდე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "PzH 2000".
image
ჩეხეთი გადასცემს 20 ერთეულ ჩვენთვის კარგად ცნობილ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ "DANA"-ს
image ასევე "DANA M2"-ს.
image
პოლონეთი ტანკების გარდა მიაწვდის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა "БМ-21 «Град»"-ს.
image

პოლონელებს აღნიშნული სისტემა 227 ერთეული ჰყავთ, მათ უკვე მიაწოდეს უკრაინას 5 000 რეაქტიული რაკეტა ამ სისტემისათვის.


ასევე გადასცემს 20 ერთეულ თვითმავალ საარტილერიო დნადგარ «Гвоздика»-ს.


image

0
773
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
773