6 წლის ასაკში დაკარგა მშობლები (მამა დახვრიტეს ფრანგებმა, დედამ თავი მოიკლა), მომავალი იმპერატორი აღზარდეს ნათესავებმა, რომლებმაც მოამზადეს იგი მღვდლობისთვის.
საყვარელს, რომელიც მისი პირველი მსყვერპლი გახდა დორისი ერქვა. სტუდენტი გოგონა ბოკასას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა და მის მიმართ სერიოზული განზრახვები ჰქონდა. მან დაახრჩო დორისი, როცა მას ეძინა. მაშინ ფრანგულმა გაზეთებმა დაბეჭდეს ნაწყვეტები ბოკასას დაკითხვის ოქმებიდან: ”მე მსიამოვნებდა მისი ახალი ხორცის ჭამა, განსაკუთრებით ღვიძლისა და გულის, რადგან, ჩვენი აფრიკული რწმენით, ეს ნიშნავს, რომ უფრო გაბედული და მამაცი ხდები. ტვინი უმად შევჭამე სუფრის კოვზით, რომ ქალივით ჭკვიანი და ეშმაკი გავმხდარიყავი. შემდგომში, ყველა ახალ გოგონას, რომელიც სახლში მიმყავდა, არა მხოლოდ დორისის, არამედ ჩემი დანარჩენი ყოფილი შეყვარებულების ხორცისგან დამზადებულ სტეიკებს ვაჭმევდი.
მის კორონაციაზე 20 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ფეხსაცმელი, რომელიც მას ცერემონიის დროს ეცვა, გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიოში. ცერემონიალმა მრავალი დეტალით მიბაძა ნაპოლეონ I-ის კორონაციას, რომელსაც ახალი იმპერატორი თავის მოდელად თვლიდა.
კორონაციისა და საიმპერატორო კარის ზღაპრული ფუფუნება არ შეესაბამებოდა ქვეყანაში ცხოვრების კატასტროფულად დაბალ დონეს. 1977 წელს ყოველ 43400 მოსახლეზე 1 ექიმი იყო და მხოლოდ 1 სტომატოლოგი მთელი ცენტრალური აფრიკის იმპერიაში.
დამხობის შემდეგ მის მაცივარში ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს და ყოფილი იმპერატორის მზარეულმა ფილიპ ლენგისმა თქვა, რომ სიკვდილის შიშის გამო იძულებული გახდა ადამიანის ხორცისგან კერძები მოემზადებინა. ერთ დღეს დიქტატორმა ბოკასამ ბრძანა, მოეკლათ მისი ერთ-ერთი მინისტრი, მოემზადებინათ მისგან კერძები და და დანარჩენი მინისტრები მიეწვიათ საგანგებო სადილზე. დიქტატორმა მხოლოდ სადილის დასრულების შემდეგ უთხრა მათ, თუ რას მიირთმევდნენ მისი სტუმრები.
იმპერიაში სისასტიკე და ტერორი სუფევდა. უმცირეს დანაშაულსაც კი უმრაცრესად სჯიდნენ. მაგალითად, ქურდებს ორი დანაშაულისთვის ყურს აჭრიდნენ, მესამეზე კი - ხელს, და თავად ბოკასა ხშირად ესწრებოდა ასეთ სასამართლო ანგარიშსწორებას. არასასურველ პირებსა და კონკურენტებს ათავისუფლებდნენ თანამდებობებიდან, აძევებდნენ ქვეყნიდან, აკავებდნენ და აწამებდნენ შუა საუკუნეობრივი მეთოდების გამყენებით. ბოკასა ჭამდა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს ამ სიტყვის პირდაპირი მნივნელობით. სხეულის ნაწილებით დროდადრო ივსებოდა საიმპერატორო მაცივარი.
თავად ჟან-ბედელმა ადამიანის ხორცს "შაქრიანი ღორის ხორცი" უწოდა. მოგზაურობისას ყოველთვის თან დაჰქონდა ხორცის კონსერვი - დახელოვნებულმა მზარეულმა მოიფიქრა გზა, რომელიც ბოკასას საყვარელ საკვებს რამდენიმე თვის განმავლობაში სუფთად ინახავდა.
ბოკასამ გამოსცა განკარგულება, რომ ყველა ფეხშიშველი სკოლის მოსწავლე, რომელიც ბანგუის ერთადერთ სკოლაში სწავლობდა, კლასში გამოცხადებულიყო ერთ ძვირადღირებულ ფორმაში. მშობლებმა ძლივს შეძლეს სახელმძღვანელოების შეძენა, რათა მათ შვილების საშუალო განათლება მიეღოთ. „საიმპერატორო გვარდიამ“ ორასი ღარიბი სკოლის მოსწავლე შეკრიბა და ციხის ეზოში მოაწყო. მცველები იარაღით ემუქრებოდნენ ბავშვებს და ხალხით გადატვირთულ კამერებში ამწყვდევდნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო მკვლელობები. ბავშვები სათითაოდ მიჰყავდათ „სასკოლო ფორმის მოსარგებად" და უმოწყალოდ სცემდნენ.
1970 წლის ივნისში ბოკასა ოფიციალური ვიზიტით ეწვია სსრკ-ს. სხვათა შორის საბჭოთა, კავშირში მას ყველაზე მეტად ბრეჟნევის მიერ შემოღებული ძმური კოცნის რიტუალი მოეწონა. სახლში დაბრუნებულმა ყველა მინისტრს აკოცა. მისი თქმით, ასე შეიძლება გაარკვიო, ჩაფიქრებული აქვს ადამიანს რაიმე ცუდი თუ არა: თუ ტუჩები სველი და მოდუნებულია, ეს ნიშნავს გულწრფელობას; თუ მშრალი და ცხელია - არ უნდა ენდოთ ადამიანს.
რა დაემართა ბოკასას?
მიუხედავად იმისა, რომ ის კანიბალიზმში უდანაშაულოდ ცნეს, დარჩენილი ბრალდებები საკმარისი იყო იმისთვის, რომ 1987 წლის 12 ივნისს მისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯათ. მომდევნო წელს ის შეიწყალეს, სასჯელი შეუცვალეს სამუდამო პატიმრობით, შემდეგ კი ოცი წლით. 1993 წელს დემოკრატიული სისტემის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა და ბოკასა გაათავისუფლეს. იგი გარდაიცვალა გულის შეტევით სამი წლის შემდეგ, 1996 წლის 3 ნოემბერს.
ერთხელ იმპერატორმა ბოკასამ უგანდის მეგობრული რესპუბლიკის პრეზიდენტის, იდე ამინის საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა. როდესაც შემწვარი ხორცი მიირთვეს, ჟოჟობას წვენის სოუსით გაჟღენთილი, საუბარი გაიმართა იმაზე, თუ როგორ მოახერხა მისმა უდიდებულესობამ ბოლო მოეღო კორუფციისთვის თავის სამფლობელოში. არაფერია ამაზე ადვილი, უპასუხა იმპერატორმა. დასაწყისისთვის, ერის მამის, უზენაესი მეთაურის, პონტიფიკის გურმანთა პარტიის გენერალური მდივნისა და შუა დისტანციებზე მორბენალთა საუკეთესო მეგობრის ტიტულებს დავამატე მთავარი მექრთამეობის წოდება. ეს მოსახლეობამ გულწრფელი ენთუზიაზმით მიიღო. ამ გზით რადიკალურად მოგვარდა მთავარი პრობლემა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იყო: ვის უნდა მივცეთ ქრთამი? ჩემი ფანჯრების ქვეშ მაშინვე დაიწყო სპონტანური მიტინგები და დემონსტრაციები, რომლის დაშლაც ავკრძალე. მაგრამ ეროვნული აღშფოთების პიკში დაავიწყდათ ეკითხათ ჩემთვის, რას ვაპირებ?
და რას? - იკითხა სტუმარმა მცირე პაუზის შემდეგ.
ქრთამს მხოლოდ ქრთამის გამცემისგან ვიღებ, მიუგო იმპერატორმა. ჯერ კიდევ დღეს დილით ერთ-ერთი მათგანი მესტუმრა, რომელიც, როგორც ჩანს, განსაკუთრებით მოგეწონათ. ასე რომ, ნუ მორცხვობთ, კიდევ ერთი ნაჭერი გადაიღეთ.
ზოგადად "კარგი ბიჭი" და აქტივისტობა შეუთავსებელია, მაგრამ ეს ბევრს არ ესმის, კარგი ბიჭი კი არა მოკიდე ხელი და უკარი თავი ციხეში.
ნარკომანებით აივსო ქვეყანა, მე ვხედავ და სხვა ვერ ხედავს?
ვისაც უნდა ეწყინოს მძულს თითოეული ნარკომანი და ეგრეთ წოდებული "კრიმინალური ავტორიტეტი", ერთხელ მქონდა შეხება და ახსოვთ რაც მიიღეს მაშინ საპასუხოდ.
მე არჩევნებზე არჩევანის სწორად გაკეთბის მომხრე ვიყავი და ვიქნები მუდამ, არ გვჭირდება ჩვენ არც რუსეთის და არც ამერიკის ხელდასხმული ხელისუფალი, ქართველმა ერთმა და საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გააკეთონ თავისუფალი არჩევანი.
ეს ფერადი რევოლუციები არ ხდება საზოგადოების დაკვეთით, ეს მუდამ უცხოელი "ფულიანი ბიძების" დაკვეთით ხდება და მათივე გავლენის პირს ან პირთა ჯგუფს სხვამენ ხელისუფლების სათავეში.
ჯერ არსად არ მოუტანია რევოლუციას სიკეთე.