საქართველო "ღრუზია არის ზემოდან გადასაბეტონებელი და წარწერა გასაკეთებელი აქ........" - რას წერს თეა თუთბერიძე 2022, 28 აპრილი, 14:26 ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა "კმარას" ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) - ის მიერ 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში ჩატარებულ ახალ კვლევებს ეხმაურება და საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით უკმაყოფილო სოციალურ ქსელში წერს:"P.S. IRI-ის კვლების თანახმად ღრუზია არის შემოსაღობი, მერე ზემოდან გადასაბეტონებელი და წარწერა გასაკეთებელი - აქ ერთ დროს იყო მცდელობა სახელმწიფოს მშენებლობის რომელიც კრახით დასრულდა!" - ვკითხულობთ თეა თუთბერიძის ფეისბუქპოსტში.ახალი კვლევის მიხედვით, კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხული მოსახლეობის 31% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 16% კი - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". სხვა პარტიების შედეგები ასე გამოიყურება:
IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მაღალი მოწონება კათოლიკოს - პატრიარქს ილია II-ს აქვს - 92%-ი. მას თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე მოსდევს - 53%-ით; მესამე ადგილზე კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია - ის გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს. დანარჩენი ხმები ასე გადანაწილდა.547 შეფასება არ არის |