x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩინური აღდგომა

ალბათ ბევრს, ამის შესახებ არ კი სმენია. მაგრამ, ჩინეთში აღდგომას მართლაც ზეიმობენ. მართალია, საყოველთაოდ არა, მაგრამ მაინც...


image


უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი მრავალკონფესიური ქვეყანაა, სადაც არაერთი რელიგია და რელიგიური მიმდინარეობაა. მათ შორის, თავისი მიმდევრები ქრისტიანობამაც იპოვა... ჩინეთში, დაახლოებით, 70 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს, როგორც მართლმადიდებლები, ისე კათოლიკეები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისეთი დიდი ქრისტიანული დღესასწაულის იგნორირება, როგორიც აღდგომაა, მათ ნამდვილად არ შეუძლიათ.


image


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ჩინური აღდგომის გაყოფა 2 — რელიგიური და საზოგადოებრივი მიმართულებით შეიძლება.

რელიგიური თვალსაზრისით, ჩინური აღდგომა, ჩვენი აღდგომისგან არაფრით განსხვავდება: დიდი ქალაქების (ხარბინი, პეკინი, ჰონგ–კონგი, ტანძინი და სხვა) ქრისტიანულ ტაძრებში მსახურება ტარდება, რომელსაც მრევლი ესწრება. მიაქვთ წითელი კვერცხი და პასკა საკურთხებლად...


image


როგორც აღვნიშნეთ, აღდგომა მხოლოდ რელიგიური კი არა, იქ სახალხო ზეიმიც არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას რელიგიასთან კავშირის გარეშე აღნიშნავენ და ფესტივალის სახეს აძლევენ. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ეს ლოკალური ზეიმია, რომელსაც იმ სასწავლო ცენტრებში ატარებენ, რომელშიც ინგლისურ ენას და სხვა ქვეყნების ტრადიციებს სწავლობენ.


image


როგორც წესი, აღდგომის წინა დღეებში, მასწავლებლები ბავშვებისთვის სადღესასწაულო სცენარს ამზადებენ. ხშირად ასეთი ღონისძიებები გასვლით ფორმატში იმართება — პარკებსა და ბაღებში, სადაც ბავშვები სააღდგომო კურდღლის ფორმაში გამოწყობილ ანიმატორთან თამაშობენ, ბალახში დამალულ კვერცხებს ეძებენ და სხვადასხვა ვიქტორინაში მონაწილეობენ. ზოგჯერ, აღდგომასთან დაკავშირებით, შეიძლება მცირე თეატრალური წარმოდგენაც გაიმართოს.imageimage


ხშირად, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, კვერცხის შეღებვის კონკურსები და მასტერკლასები იმართება: ხატავენ იეროგლიფებს, ყვავილებს და ცხოველებსაც კი... რასაც აღდგომასთან, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არა აქვს, მაგრამ ამ სახით, პატარები ქრისტეს და ქრისტიანობას ეცნობიან.



image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ ხუმრობდა სტალინი? – რეალურად მომხდარი ისტორიები

* 7 მოულოდნელი ფაქტი დიდი ბრიტანეთის დედოფლის შესახებ

* ის ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და დღეს ჩვენ შორის არის – მარადიული სიცოცხლისთვის განწირული

* უნიკალური ისტორიული ფოტოები, რომელიც შეიძლება არ გინახავთ

* მიწის ქვეშ ცხოვრებისთვის განწირულნი

* ელიზაბეთ ტეილორმა საკუთარ დაკრძალვაზე დაიგვიანა... 7 საინტერესო ფაქტი სიკვდილის შესახებ

* "ამ ქვეყანას ისეთი რამ ელის..." – იტალიელმა ნათელმხილველმა რუსეთის მომავალი იწინასწარმეტყველა

0
153
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0