x
image
თუთიკო ბერძენა
14 წლის გოგონა, რომელიც ხუთმა რუსმა დამპყრობელმა გააუპატიურა, ორსულადაა და ბავშვის შენარჩუნებას აპირებს
image



უამრავი გაუპატიურებული ქალი და ბავშვი. გაუპატიურების შემდეგ დახოცილთა გარდა, არიან ცოცხლად დარჩენილებიც. წარმოუდგენელია, რა უზარმაზარი სტრესი დერთო მათ იმ ფაქტთან ერთად, რომ მათი ქვეყანა იბომბება, ახლობლები იხოცებიან და უსახლკაროდ დარჩნენ.


ბუჩადან 14 წლის გოგონა ხუთმა რუსმა დამპყრობელმა გააუპატიურა. ახლა ის ორსულადაა და ბავშვის შენარჩუნებას აპირებს.


ამ ამბავს დაშავებული ბავშვის მშობლების თანხმობით ყვება ფსიქოლოგი ალექსანდრა კვიტკო, რომელიც მუშაობს ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას ფსიქოლოგიური დახმარების ცხელ ხაზზე.


ზოგადად, კვიტკო ახლა 14-18 წლის 5 გოგონასთან მუშაობს, რომლებიც რუსი ჯარისკაცების გაუპატიურების გამო დაორსულდნენ. ყველაზე ახალგაზრდა ორსული მსხვერპლი, ვისთანაც ალექსანდრა მუშაობს, 10 წლისაა.



ესენი არიან რუსული არმიის „გმირები“, მათ ეს დედებმა ასწავლეს, ამისთვის მათ პრიზებს ანიჭებს ნაძირალა, რომელიც მათ ქვეყანას ხელმძღვანელობს. ყოველთვის ასე იყო, მხოლოდ ახლა მთელმა მსოფლიომ იცის ამის შესახებ!


"ასე მოიქცნენ უკრაინაში УПА-ს დროს (რატომ შეიქმნა), როგორც ყოველთვის, ფაქტობს შიგნიდან შემოატრიალებდნენ, კრემლის სატანური ტერორისგან უკრაინელი განმათავისუფლებლების სამოსს იცვამდნენ და .... .. ტყუილი, ტყუილი, ტყუილი თაობიდან თაობას! ბანდერამათტვის ფაშისტია და თვითონ... ...!!! ღმერთო, რა საშინელი სუნი აქვთ !!!! ვინ იფიქრებდა!!! ახლა მთელმა ამ საზიზღრობამ გამომზეურება დაიწყო დაის განადგურდება!!!!! კი!!!! მე მჯერა!!!! მე მჯერა ღმერთის, ის არის ერთგული!!!", -წერს ერთ-ერთი გოგონას დედა სოციალურ ქსელში.


ყველაზე დიდი დაცინვა კი ის არის, რომ გაუპატიურების პროცესს ამაზრზენი რუსი ჯარისკაცები მობილური ტელეფონებით იღებდნენ და მეგობრებთან გზავნიდნენ და პორნო საიტებზე დებდნენ. მას შემდეგ, რაც მსოფლიო შეძრა ბუჩას ამბავმა და ომის დანასაულებზე გამოძიება დაიწყო, საიტებიდან ვიდეოები გაქრა, თუმცა რუსმა ჯარისკაცებმა, ეტყობა, არ იციან, რომ ინტერნეტი ყველაფერს ინახავს - წაშლილსაც კი!
image

წყარო, რომელსაც სტატია ეყრდნობა, მითითებულია მხოლოდ ადმინისტრაციისთვის ხილულად.

7
1097
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
1097
  
2022, 27 აპრილი, 19:41
ეხლა,გინდ ლიცენზირებული ფსიქოლოგების კონსილიუმი მოიწვიეთ და გინდ გაეროს უშიშროების სხდომა,მომხდარ ფაქტს ვერავინ შეცვლის. მესმის,რომ რთული საკითხია და მძიმე,მაგრამ პანიკა საჭირო არ არის საერთოდ. ის,რომ გაცხოველებულმა ჯარისკაცმა იძალადა ეს არის დამდგარი შედეგი,ხოლო მიზეზები ამ ჯარისკაცებთან არ უნდა ეძებონ. მიზეზი უკრაინის ხელისუფლებაში,დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს და რუსეთის ქმედებებშია. აი,თუნდაც ესეთმა დედებმა გაზარდესო სტატიაშია ნახსენები,ხოდა არაადეკვატური ბრალდებებია. თვითონ რატომ ვერ დაიცვეს თავისი შვილი? რა მშობლები არ იყვნენ? ან დედის ბრალეულობა რა უბედურება არის,როცა არცერთ დედას არ სურს მოძალადე შვილი.უბრალოდ,კანონი აქვთ ესეთი,ყველა სრულწლოვანი უნდა წავიდეს ჯარში,მერე ომი და იმ საშინელების ფონზე ცხოველდებიან ზოგიერთები,რაც ამ უბედურებას იწვევს. თუ ჯამრთელი არ არის ჯარში არ მიყავთ იდეაში,ხოლო დედამ თუ იცის თავისი შვილის დამთხვეულობის შესახებ,არ უშვებენ ძირითადად. საღგონებაზე და აზროვნებაზე მყოფი შვილი გაუშვა,ხოლო ფულისთვის დაწყებულმა ომმა აქცია ესეთად,რა შუაშია დედა ან მამა? აგერ სიღრმისეული ანალიზე დაგიდეთ და არაადეკვატურობის მიზეზები ავხსენი,მეტი რა ვქნა:) ჩემო თუთიკო,როცა ნახავთ 18-19 წლის ახალგაზრდას ჯარის ფორმაში გამოწყბილს და იარაღით ხელში აკანკალებულს,მერე აღარ შემომედავებით. ეგეთები უამრავი მყავს ნანახი,ამ საიტზე არის ერთი პიროვნება,ვისაც ჩემზე მეტი ყავს ნანახი(სახელს არ დავასახელებ). არავინ იყო მოძლადე და დამთხვეული წასვლამდე,ჯარის სისტემამ აქცია ისეთად და არა დედამ.
2022, 27 აპრილი, 19:26
ამ არასრულწლოვან ადამიანს შესაძლოა ქონდა ყველაფერი რიგზე,მაგრამ ფაქტი მოხდა ესეთი,რას უშველის ეხლა ემოციურობა და უაზრო გადაწყვეტილებები? საღი აზრის დონეზე ხომ უნდა წავიდეს საუბრები,თან გავითვალისწინოთ რო არასრულწლოვანია ე.ი. დამოუკიდებელი განსჯის უნარს მოკლებული,მით უფრო მსგავს საკითხზე. სიტუაციის ნებისმიერ განვითარებაზე პასუხიმგებელი არ არის ეს არასრულწლოვანი,ხოლო წესით მის უფლება მონაცვლეს უნდა ქონდეს ამის უნარი. არის ორი პინა სასწორის,ერთი სიტუაცია,როცა იძულებითი ან მასთან მიახლოებული ქმდების შემდეგ იკეთებს აბორტს და მეორე შემთხვევა,როცა ბავშვი იბადება,რომელი უფრო დაამძიმებს ამ ადამიანის სიტუაციას მომავალში? ჩემი აზრით,მეორე უფრო დაამძიმებს და რაც დრო გავა უფრო რთული იქნება ნაყოფის მოშორება,ამიტომ ემოციები გვერდზე უნდა გადადო და იმოქმედო ისე,რაც ნაკლები ზიანის მომტანი იქნება. მისი მშობლები ან მათან გათანაბრებული პიროვნება ზრდასრულია ე.ი. მას შეწევს გადაწყვეტილების მიღების უნარი,რთული გადაწყვეტილებისაც მათ შორის. ის,რაც სტატიაშია ნახსენები,ბავშვს არ უნდაო,ხოდა ნატახტარის ლიმონათია? უნდა მიიღოს ზრდასრულმა გადაწყვეტილება. ამას რომ არ იღებენ და არასრულწლოვანის ნებას მიყვებიან,ეს არის სწორედ ჩამორჩენილობა და სხვა არაფერი.
2022, 27 აპრილი, 19:14
რაც შეეხება იმას,რომ მე არ ვარ ფსიქოლოგი ან ნევროპათალოგი,შესაძლოა დიპლომირებული არ ვარ,მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია კარგად ვიცი. მაქვს რამოდენიმე სერთიფიკატი მარკეტინგის და გაყიდვების სფეროში(დოკუმენტაცია თუ საჭიროა რაიმეში),რაც სხვა არაფერია თუ არა ადამიანის ქცევების ანალიზი,თუ რა მოტივაცია და ინტერესები გააჩნიათ. ამას დაუმატეთ,სამხედრო სამსახურში გატარებული დროც და მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება,ნებისმიერ ფიქოლოგზე მეტი შესძლოა შევძლო :) არ მიცდია მათთან შეჯიბრი:) 15 წუთი მჭირდება იმისთვის,რომ გავარკვიო ადამიანების მოტივაცია და საჭიროებები. ასერომ,არ გვინდა ეგეთი საუბარი,თურმე მე არ ვარ ლიცენზირებული ფსიქიატრი,რადგან არარელევანტურია. უბრალოდ,ემოციურად უყურებთ ამ ფაქტს და მიტომ გგონიათ,რომ ვინმეს განვსჯი,რაც სიმართლე არ არის. მოიშორეთ ემოციურობა და თქვენვე მიხვდებით სიმართლეს.საზოგადოდ,ემოციურობა კარგი არ არის,გონების დაბინდვას იწვევს და საღი აზრისგან გაშორებთ. თქვენ არ გეხებათ ეს,მარა გაუნათლებლობის მანიშნებელიც არის უმეტეს შემთხვევაში. განათლება 1000 წიგნის წაკითხვა არ არის,სტრესულ სიტუაციებში ცივი გონების შენარჩუნება და კრიტიკულ აზროვნებას უწყობს ხელს. თქვენი სტატიები გაჯერებულია ემოციურობით რიგ შემთხვევებში და ესეც არ არის კარგი. არ ვიძახი,რომ ემოცია უეჭველად ცუდია,მაგრამ ემოციაც არის და ემოციაც. როცა შვილი შეეძინება ადამიანს და ხმის ჩახლეჩვამდე იყვირებს არის ლოგიკური ემოცია,ხოლო საჯაროდ გამოტანილი ფაქტის მიმართ ემოციურობა ცუდია.
2022, 27 აპრილი, 18:59
განსჯა რა შუაშია? რაც არის რეალურად ის დავწერე და ესაა სწორი შეფასება თემის. რაც შეეხება კანონს,თუ კანონი არ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს ე.ი. ეს კანონო არ უნდა აღსრულდეს. თან საუბარი გვაქვს უკრაინაზე და არა პოლონეთზე,რამდენადაც ვიცი,არ იკრძალება აბორტი. ზოგადად,რაც შეეხება აბორტის აკრძალვას,არ არის სწორი მსგავსი კანონის არსებობა და ეწინაღმდეგება ადამიანის პირად თავისუფლებას,განკარგოს ცხოვრება ისე როგორც სურს. პოლონელები ზოგადად დამთხვეული ხალხია და უტოლდებიან ძველ ბიზანტიელებს,იუსტინიანეს დროინდელ ბიზანტიელებს აზროვნებით და გაქანებით. ბიზანტიაში აბორტი ითვლებოდა ყველაზე მძიმე დანაშაულად,რადგან ფიქრობდნენ რო ნაყოფი მოუნათლავი ჯოჯოხეთისთვის იყო განწირული. დღევანდელ სამყაროში არ მიკვრის მსგავსი მარაზმატიკული კანონები და წესები,ამიტომაც არის შეშლილი სამყარო. თუ ადამიანს არ სურს ბავშვი და ორსულდება,მაშინ ჯობია მოიშოროს,ხოლო ამისათვის ღია ბაზარზე არსებული დაწესებულება საჭირო,რათა არ შეექმენას ადამიანთა ჯამრთელობას საფრთხე. როცა ასეთ კანონოს იღებენ,მაშინ შავ ბაზარზე და არაკვალიფიციურ ექიმებს აკითხავ ან როგორც თქვით,საზღვრებს გარეთ გადიან. ვისაც სურს აბორტის გაკეთება,ის მაინც გაიკეთებს და ამით საკუთარ ეკონომიკასაც ანგრევ,რადგან ფულადი სახსრების გადინება ხდება უცხო ქვეყანაში.
2022, 27 აპრილი, 17:59
ამ ბავშვს ტვინში ძალიან კარგად ჰქონდა ყველაფერი აქამდე. უბრალოდ, სტრესის ფონზე ისტერიკა აქვს და აბორტის გაგონება არ უნდა. მას თქვენ ნუ განსჯით. არც ფსიქიატრი ხართ და არც ნევროპათოლოგი. მით უმეტეს არც მდედრობითი სქესი, რომ ეტიოლოგიას მიხვდეთ, რატომ ამბობს უარს.
2022, 27 აპრილი, 17:56
პოლონეთში აბორტი აკრძალულია კანონით. ვისაც სურვილი აქვს აბორტის, გადაჰყავთ ჰოლანდიაში. ადგილზე ვერ უკეთებენ. პოლონეტში გაუპატიურების ნულოვანი სტატისტიკის გამო კანონშემოქმედებისას ვერ გაითვალისწინეს, რომ აბორტი გაუპატიურებულის უფლებაა. ეს ნორვეგიელი მანიაკის მიერ მოსწავლეთა ბანაკში შევარდნას მაგონებს. იმდენად არ არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, რომ ნორვეგიის სასამართლომ მუხლი ვერ მოარგო მაშინ იმ მკვლელს, ხომ გახსოვთ? ქუთაისელი გოგონა ლიპარტელიანი შეეწირა მაგ ამბავს . მერე კი ვიდა ცვლილება და დაამატეს მუხლები, მაგრამ ზოგადად კანონი ხომ დანაშაულის სტატისტიკასაც ერდნობა ხოლმე?
2022, 27 აპრილი, 17:45
აბორტზე არ სმენიათ რაიმე,14 წლის ბავშვს ბავში როგორ უნდა ყავდეს ან ოკუპანტიჩები(ოვნები) რათ უნდათ? ეგ არის უკრაინა ევროპასთან ახლოს არის და ცივილიზაცია შევიდაო,მეტი არ იქნეს ამას ცივილიზაცია ერქვას. რამდენჯერაც შეხედავს ბავშვს იმდენჯერ გაუპატიურების ეპიზოდი გაახსენდება,რატო ისჯიან თავს გაუგებარია. სხვა კი არაფერი იყო მონღოლების დროს,ისინიც ძალად იმორჩილებდნენ რუს ქალებს და აიძულებდნენ ბავშვების გაჩენას. ის შუა საუკუნეები იყო,მარა დღეს ესეთი რამე წარმოუდგენელია და მართლა ვერ აქვთ მწყობრად უკრაინელებს თავში,ნუ რუსებზე აღარაფერს ვამბობ. მავანი იტყვის რო ამ ორ ერს საერთო არაფერი აქვთო,აგერ ბატონო საერთო,ტვინგამორეცხილობა,გაუნათლებლობა და სიშტერე.

პ.ს. წყაროს მითითება ან დაკონკრეტება არ არის საჭირო,გენდობით ისედაც
0 1 7