იარაღი და ტექნიკა G 28 2012, 20 სექტემბერი, 20:15 7.52 მმ კალიბრის hechler-koch G 28 ტიპის თვითდამტენი სნაიპერულ შაშხანაში გამოყენებულია აირდგუშის მცირე გადაადგილებისა და მობრუნებად საკეტზე დაფუძნებული ავტომატიკა. აირრეგულატორი ორპოზიციურია და უზრუნველყოფს ავტომატიკის გამართულ მუშაობას როგორც ჩვეულებრივ რეჟიმში, ისევე მაყუჩით სროლისას. ლულის კოლოფი ორი ნაწილისგან შედგება: ზედა ფოლადით, ხოლო ქვედა ალუმინის შენადნობისგან არის დამზადებული. სნაიპერული შაშხანის სიგრძე ბოლომდე გაშლილი ტელესკოპური კონდახით 1003 მმ_ია, დაკეცილით 914 მმ. ლულის სიგრძე 420 მმ-ს შეადგენს. სტანდარტული მოდელი სამიზნითა და ცარიელი მჭიდით 7.5 კგ-ს იწონის, საპატრულო ვარიანტი კი 5.9 კგ-ს. შაშხანას მოჰყვება 10 და 20-ვაზნიანი მჭიდები. 184 1-ს მოსწონს
|