x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, მე გარდაცვლილი ვარ" - სურამში 20 წლის ბიჭს ეძებენ (+16)
imageსურამში ახალგაზრდა ბიჭს, გიო კობალაძეს ეძებენ. რომელმაც სავარაუდოდ თვითმკვლელობით დასრულა სიცოცხლე, მანამდე კი მან სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც სუიციდის მიზეზებზე საუბრობს:



"თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, ანუ მე გარდაცვლილი ვარ… ჩემი სისულეებით ცხოვრება გავიფუჭე. განა ვინმე მოსაკლავად დამდევს. მე უეჭველი ვიცი, გადაცდომა გავაკეთე. ვერ მოვიქეცი ადამიანურად. როგორც მე შემეფერებოდა. თამაში დავიწყე. ფული დავხარჯე. ნახევარი ხელფასი ჩემებს მივეცი, ნახევარით ვითამაშე და წავაგე. გადასახადები ვერ გადავიხადე… ვიცი, ამ გადაცდომებით გავლოთდები. აღარავის შევუყვარდები. მირჩევნია დაგემშვიდობოთ. გული ნუ დაგწყდებათ. აქამდე ბედნიერი კაცი ვიყავი. აქ ვარ, სურამის რომელიღაცა ტყეში… ოღონდ მიპოვით მკვდარს.

მიხარია, რომ დედამიწაზე 20 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ბედნიერება მქონდა. ხალხი გვერდში მედგა, ყველაფერი გავიფუჭე. ბევრი უაზრო რაღაცები გავაკეთე. ლოთობას გადავყევი, ვალები დავიდე. ბანკის ვალები ვეღარ გადავიხადე. დღეს ბოლო დღეა, აზრი არ აქვს. ვერაფერს მივაღწევ, ვერც ვიშოვი, ვერც გადავიხდი. ნუ იდარდებთ. არ ინერვიულოთ. დამმარხეთ ჩემი მშობლის გვერდით და იქ ვიქნებით, ან არ ვიცი, მიწაში ჩამაგდეთ, “ – ამბობს გიორგი კობალაძე.



გიორგი კობალაძის გვერდზე, ბოლო პოსტს მისი და ავრცელებს და წერს, რომ იგი ჯერ არ უპოვიათ.


image

0
113
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0