საქართველო "მერს პირადად უნდა ვთხოვო..."- რა ინიციატივით გამოდის ირაკლი ოქრუაშვილი 2022, 27 აპრილი, 12:21 რუსეთ - უკრაინის ომიდან დროებით, საქართველოში დაბრუნებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ომის დასრულების შემდეგ, გეგმავს ქალაქ ირპენის მერს, ალეკსანდრ მარკუშინს პირადად სთხოვს რომ ერთ-ერთ სკვერს ან ქუჩას გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელი ეწოდოს.ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, სწორედ ირპინია ის ქალაქი, სადაც ყველაზე ბევრი ქართველი იბრძოდა და სადაც დღემდე ყველზე მეტი მათგანი დაიღუპა:"ირპინში სამი ქართველი დაიღუპა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი და დავით გობეჯიშვილი. ყველაზე მეტი ქართველი ირპინში იბრძოდა კიევის დასაცავად. იქ ცხოვრება თავის კალაპოტს რომ დაუბრუნდება, ირპინის მერს პირადად უნდა ვთხოვო - ერთ-ერთ სკვერს ან ქუჩას მათი სახელი ეწოდოს"- წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.489 შეფასება არ არის |