x
image
არჩილ ვერულიძე
ყველაზე გიჟური მატჩი ფეხბურთის ისტორიაში

image
სადღაც შორს, შორს, ორივე ამერიკის ნაპირებს შორის, არსებობდა გარკვეული ტურნირი, სახელწოდებით "კარიბის თასი", იგივე "Copa del Caribe". ეს არის ერთგვარი საკმაოდ არარეგულარული ტურნირი, რომელსაც თამაშობენ კარიბის ზღვის ფეხბურთის კავშირის წევრი ქვეყნები - ისეთი დიდი საფეხბურთო სახელმწიფოები, როგორიცაა ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, იამაიკა, პუერტო რიკო და სხვა სენტ-ვინსენტები და გრენადინები. ტურნირი არარეგულარულად იმართება 1989 წლიდან.

შორეულ 90-იან წლებში მოქმედებდა ტურნირს ორგანიზატორების მიერ შემუშავებული სამი უცნაური წესი:

ჯერ ერთი, როგორც ჰოკეიში ან კალათბურთში, ფრე არ დაიშვებოდა და ძირითადი 90 წუთის დასრულების შედმეგ ინიშნებოდა დამატებითი დრო;

მეორეც, სწორედ მაშინ შემოიღო ფიფამ „ოქროს გოლის“ წესი, ანუ დამატებულ 30 წუთში გატანილი ბურთი ავტომატურად ამთავრებდა თამაშს და გოლის ავტორი, თავის გუნდთან ერთად, გამარჯვებული ხდებოდა;

მესამე, - რაც ტურნირის ორგანიზატორების ყველაზე კურიოზული დამატება იყო - დამატებით დროში გატანილი ეს გოლი ორად ითველბოდა.

და სწორედ ამ უცნაურმა წესებმა განაპირობა ის, რომ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საფეხბურთო მატჩი ჩატარდა 1994 წლის ტურნირზე.

image
იყო ჯგუფური შესარჩევი თამაშების ეტაპი. 17 გუნდი 6 ჯგუფად დაიყო და ფინალურ ტურნირზე მხოლოდ თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გავიდა, რომელსაც ტრინიდადი და ტობაგო მასპინძლობდნენ.

პირველივე შესარჩევ "A" ჯგუფში შეიკრიბნენ აბსოლუტურად თანაბარი მეტოქეები - ბარბადოსი, გრენადა და პუერტო რიკო და დაიწყო ნამდვილი ბრძოლა. 23 თებერვალს ბარბადოსმა გახსნითი მატჩი პუერტორიკოელებთან 0:1 წააგო. და ორი დღის შემდეგ, იგივე პუერტო რიკო, რომელმაც გოლი დამატებით დროში გაუშვა, გრენადასთან 0:2 დამარცხდა, იგივე „ორმაგი ოქროს გოლის“ წესის თანახმად. ჯგუფის ბოლო მატჩის წინ კი შემდეგი ვითარება განვითარდა:

1. გრენადა.......... 3 ქულა, 2-0 გოლების კოეფიციენტი და სათამაშებელი მატში რეზერვში. 2. პუერტო რიკო...... 3 ქულა, 1-2 გოლის კოეფიციენტი 3. ბარბადოსი... . ..... 0 ქულა, 0–1 გოლების შეფარდება და თამაში რეზერვში.

შესაბამისად, ჯგუფში ბოლო ტურისთვის გრენადა პირველ ადგილზე იმყოფებოდა, მას არ უნდა წაეგო მატჩი ბარბადოსთან. პირველი ადგილის დასაკავებლად ბარბადოსს ორი 2 გოლის სხვაობით გამარჯვება ესაჭიროებოდა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ტურნირის ყველაზე უცნაური წესი, რომლის მიხედვითაც დამატებით დროში გატანილი გოლი ორს უდრიდა.
image
და აი ჯგუფის ბოლო მატჩი: ბარბადოსი-გრენადა! 1994 წლის 27 თებერვალი. ბარბადოსის ეროვნული სტადიონი ბრიჯთაუნში, სენტ-მიშელში. 15 ათასი მაყურებელი მოვიდა საძულველი გრენადას დამარცხების სანახავად. მსაჯის სასტვენი - და წავიდა! მასპინძლები პირველივე წუთებიდან წინ მიისწრაფოდნენ, სტუმრების კარისკენ და სისტემატიურად ურტყამდნენ მისი მიმართულებით. ბურთი ისევ და ისევ მხოლოდ სასწაულებრივად ვერ ხვდებოდა კარის ბადეში, მაგრამ რაღაც მომენტში ეს გამართლება დასრულდებოდა. და ბოლოს, ბარბადოსის თავდამსხმელის დარტყმის შემდეგ, ბურთი სტუმრების კარის ბადეში აღმოჩნდა! 1:0!
მასპინძლები აქ არ გაჩერებულან და გარკვეული პერიოდის შემდეგ ანგარიში გააორმაგეს და იმ შედეგს მიაღწიეს, რაც ასე სჭირდებოდათ. 2:0 - ბარბადოსი ხდება გამარჯვებული. თამაში გარკვეულწილად დაწყნარდა და თავდაჯერებული ბარბადოსელები უკვე მზად იყვნენ მშვიდად მიეყვანათ მატჩი ფინალურ სასტვენამდე, რომ არა...

დასრულებამდე ფაქტიურად 7 წუთით ადრე, გრენადას ფეხბურთელი თავისი გუნდის ერთ-ერთ იშვიათ შეტევაში ახერხებს მცველების მოტყუებას და გუნდი მეკარემაც ვერ იხსნა გაშვებული გოლისგან. 2:1 - და ისევ ბარბადოსი მარხდება. მოედნის ცენტრიდან მათ ისევ დაიწყეს შეტევა. მაგრამ ბურთი ცდებოდა სტუმართა კარს, გრენადა თავს მთელი გუნდით იცავდა. მატჩის დასრულებამდე სულ რამდენიმე წამი რჩებოდა, როდესაც გრენადას მცველის მიერ საჯარიმოდან მოცილებული ბურთი ბარბადოსის მეკარესთან, ჰორაციო სტაუტასთან აღმოჩნდა. მან ნელა გადააწოდა ის თავის მცველ სიელს, რომელმაც ბურთი დაუბრუნა ჰორაციოს, მან კი ისევ მცველს დაუბრუნა ბურთი. მოულოდნელად მცველმა შეცვალა ორიენტაცია და შეგნებულად გაიტანა ავტოგოლი. ეს მოხდა 88 წუთზე, რითაც სიელმა თავის გუნდს მოუტანა სრული 30 წუთი უწყვეტი დრო, რომლის დროსაც შესაძლებელი იყო ერთი გოლის გატანა - "ოქროს გოლი" - რაც, 2 გოლს უდრიდა და ეს დაეხმარებოდა გუნდს პირველ ადგილზე გასვლაში.
image
ყველაფერი თავდაყირა დადგა: ახლა გრენადელებს გოლის გატანა ეასჭიროებოდათ. უფრო მეტიც, არავითარი განსხვავება არ იყო რომელ კარში გაიტანდნენ გოლს. და მათ, რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი გზა აირჩიეს: გაიქცნენ საკუთარი კარის დასალაშქრად!
ბარბადოსელები ყველაფერს წინასწარვე მიხვდნენ. ისინი შევარდნენ მეტოქის საჯარიმოში და დაიწყეს გრენადას კარის დაცვა ავტოგოლისგან.
შეკრებილი მაყურებლის დიდი სიამოვნებისთვის, ძირითადი დროოს ორ და დამატებითი დროის ოთხ წუთს გრენადელები ცდილობდნენ გოლის გატანას - განურჩევლად - ნებისმიერ კარში, ბარბადოსელები კი ორივეს იცავდნენ.

და ბარბადოსმა გაუძლო! გრენადამ ვერ გაიტანა! თუნდაც საკუთარ კარში. დამატებით დროში ბარბადოსის გენიალურმა გეგმამ იმუშავა. ბარბადოსელმა თორნმა "ოქროს გოლი" გაიტანა, რომელმაც თამაში ავტომატურად დაასრულა და ანგარიში ბარბადოსის სასარგებლოდ 4:2 გახადა. გოლების სხვაობით კი ბარბადოსმა კარიბის ზღვის თასის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. სადაც, სხვათა შორის, ვეც ერთი მატჩი ვერ მოიგო. იმ წელს გამარჯვებული გახდა ტრინიდადი და ტობაგო.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, გრენადას მწვრთნელი ჯეიმს კლარკსონი გაბრაზებით აცხადებდა: "ეს იყო ერთგვარი გასულელება და ხრიკი! ვგრძნობ, რომ მომატყუეს. ფსიქიატრიული საავადმყოფო ელოდება მას, ვინც ასეთი წესები მოიგონა. ერთგვარი სრულიად გიჟური თამაში ფეხბურთელებით, რომლებიც შემთხვევით დარბიან მოედანზე აბსოლუტურად გაუგებარი გზებით. ჩვენმა ფეხბურთელებმა ვერც კი გაიგეს, რომელი მიმართულებით უნდა შეეტიათ - მოწინააღმდეგის თუ საკუთარი კარის. რამდენადაც ვიცი ფეხბურთში მეტოქეს გოლი უნდა გაუტანო და არა საკუთარ თავს. მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მინახავს“.

13
1529
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
1529
  
2022, 27 აპრილი, 16:33
ჩვენთანაც ასეა. გაზი გამოიყვანეს და სოფელში გაზი არ არის...
2022, 27 აპრილი, 16:20
მთავარია ვიღაცამ ფული გააკეთოს, სოფელიც მაქვს და გზა ხელმეორედ დავაგებინე რადგან ჭიშკართან ისე უხარისხოდ დააგეს გზა დაბალი კლირენსის გამო ეზოდან გზაზე ვერ გადავდიოდი.
2022, 27 აპრილი, 16:16
კორუფცია.. საბჭოთა მემკვიდრეობა საქართველოში.
2022, 27 აპრილი, 15:53
ზუგდიდის ცენტრალური სტადიონია ამისი მაგალითი, ძალიან კარგი არქიტექტურის სტადიონი დაანგრიეს და "სკეით-პარკი" გააკეთეს. ახალი სტადიონი ააშენეს ისეთ ადგილზე, სადაც მაქსიმუმ 30 კაცი მივიდეს საყურებლად, თან მოედანზე მინდორი გადახმა და აღდგენას არ ექვემდებარება, ტრიბუნები ინგრევა, 7 მილიონი წყალს გააყოლეს პრაქტიკულად.
2022, 27 აპრილი, 15:46
ზოგიერთებს მხოლოდ დანგრევა აინტერესებთ..
2022, 27 აპრილი, 15:30
ანაკლიაში, განმუხურში, ურეკში ქვიშა ბლომადაა, ავაშენებდი მცირე ზომის ტრიბუნებს და ბილეთებსაც გავყიდდი, ტურისტებიც დაესწრებოდნენ და ბიუჯეტშიც ფული შევიდოდა, სანახაობით კი საზოგადოება ისიამოვნებდა.
სპორტის ოფიციალური სახეობაა და რატომ არ უნდა იყოს საქართველოშიც?
სანახაობაა სასიამოვნო და ყურებადი, თორემ ისედაც ნახევრად ტიტველი დადიან უკვე აქ ჩამოსული რუსი გოგოები ეს რომ იყოს მხოლოდ საინტერესო. :)
2022, 27 აპრილი, 14:50
ნეტა ჩვენთანაც იყოს.
2022, 27 აპრილი, 14:25
უმაგრესი, ასეთ დროს სანაპიროზე ხალხის ტევა არაა.
თან თუ პროფესიონალური ტურნირი არაა ნებისმიერი ჯდება ტრიბუნაზე სრულიდ უფასოდ და უბილეთოდ.
2022, 27 აპრილი, 14:09
კარგი გასართობი კი ინქბოდა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10