x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ზელენსკიმ შემთხვევით შეერთებული შტატების "საიდუმლო გეგმა" გაამხილა
image
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შემთხვევით გაამხილა შეერთებული შტატების "საიდუმლო გეგმა". ამის შესახებ Business Insider იტყობინება.


23 აპრილს ერთ-ერთი გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ 24 აპრილს კიევში შეხვდება აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და აშშ-ს თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს. თუმცა, იმ დროისთვის ვაშინგტონმა არ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია მომავალი ვიზიტის შესახებ.


აღსანიშნავია, რომ ბლინკენისა და ოსტინის ვიზიტი საიდუმლოდ ინახებოდა, მაგრამ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა შეცდომა დაუშვა და საკუთარი შეხვედრა საფრთხეში ჩააგდო.


ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ჩქარობს უკრაინაში ჩასვლას პირისპირ სასაუბროდ, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი რეგულარულად მოითხოვს ბაიდენთან კიევში შეხვედრას.



მანამდე გავრცელდა, რომ ზელენსკიმ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან და თავდაცვის მდივანთან განიხილა სამხედრო და ფინანსური დახმარება. ოსტინმა დიალოგის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარტამენტს უჭირს თვალყური ადევნოს უკრაინაში გადატანილი იარაღის ბედს.

0
572
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0