x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს - სალადინი

imageალ-ნასირ სალაჰ ალ-დინ იუსუფ იბნ აიუბი, უფრო ცნობილი დასავლური სამყაროსთვის, როგორც სალაჰ ად-დინი ან სალადინი (1137-93) იყო მე-12 საუკუნის ქურთი სულთანი და მეომარი. ის ძირითადად ცნობილია იმით, რომ დაამარცხა ქრისტიან ჯვაროსანთა არმია ჰატინის ბრძოლაში და იერუსალიმი აიღო 1187 წელს. იგი გამორჩეულად ცნობილი იყო ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც საკუთარ მიწებზე, ასევე დასავლურ სამყაროში, უდიდესი მეტოქის, რიჩარდ ლომგულის ყურადღება და პატივისცემაც კი დაიმსახურა. სალადინი დახელოვნებული იყო ომში, პოლიტიკაში და დიპლომატიაში, ის ცნობილი იყო თავისი გულუხვობითა და რაინდული სულისკვეთებით.
.
სამწუხაროდ, სალადინის თანამედროვე გამოსახულება არ შემორჩენილა, გარდა ზოგიერთი გაცვეთილი მონეტის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სალადინის ეს სურათი მისი თანამედროვე ცხოვრებიდან არ არის აღებული - ეს არის ფლორენციელი მხატვრის კრისტოფანო დელ’ალტისიმოს ნახატი.


0
151
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0