x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508606
"რა დამავიწყებს იმ დღეებს... ყველაფრი მკადრებელი ქალი ხართ!" - ანზორ მელია მანანა არჩვაძე - გამსახურდიას

image


პროფესორი და კლინიკა "გულის" დამფუძნებელი ანზორ მელია, ცოტნე გამსახურდიას კოშკში შესვლასთან დაკავშირებით მანანა არჩვაძე - გამსახურდიას მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას ცოტნეს "მტერს" უწოდებს:


"კი ხარ ბიოლოგიური დედა, მაგრამ ცოტნეს მტერი ხარ! რა დამავიწყებს იმ დღეებს, როცა ჩემი კლინიკა ალყაში გყავდა. რატომ გასინჯე ცოტნეო. ყველაფრი მკადრებელი ქალი ხართ!"- წერს ანზორ მელია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლის, მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ასა და ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს, ანა ჯა­ბა­უ­რს შორის დაპირისპირება სულ უფრო დრამატულ მასშტაბებს აღწევს.


მორიგი გაუგებრობა რძალ - დედამთილს შორის ცოტნე გამსახურდიას პირადი ექიმების რეკომენდაციას მოჰყვა (შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს, ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. თავდაპირველად მას ჯერ ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე დარჩა, ბოლოს კი მკურნალობის კურსი უკვე გერმანიაში გაიარა. დღესდღობით, ცოტნე გამსახურდია მეუღლესთან ერთად წეროვანში, არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფება) რომლებმაც მას რეაბილიტაციისთვის იმ გარემოში ანუ კოლხურ კოშკში დაბრუნება ურჩიეს, სადაც ის გაიზარდა, თუმცა მშობლიურ სახლში დასაბრუნებლად ცოტნეს დედის, მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას ნებართვაა საჭიროა, რომელიც მან ამ დრომდე ვერ მიიღო.


არჩვაძის თქმით, ცოტნეს შეუძლია სახლში დაბრუნება, თუმცა მის მეუღლეს, ანას ჯა­ბა­უ­რს - არა. ამის შესახებ ცოტნეს მეუღლემ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ისაუბრა:


"გვქონდა რეკომენდაცია, რომ ცოტნე საკუთარ მშობლიურ სახლში დაბრუნებულიყო. სხვანაირად რეაბილიტაციას შედეგი არ ექნებოდა. ეს მითითება ვერ შევასრულეთ და ცოტნეს მთავარ ექიმს ვუმალავდით ამ ამბავს, თუმცა, როცა გაიგო, გამოგვიგზავნა კატეგორიული წერილი, რომ თუ მის სახლში დაბრუნებას ვერ მოვახერხებდით, იმ შედეგსაც დავკარგავდით, რაც აქამდე გვქონდა.


ცოტნე კოლხურ კოშკში არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ ბოლო წლებიც იქ გაატარა. თითქმის ყველაფერი მისი დარგულია, უვლიდა, რწყავდა მცენარეებს...


რაც ცოტნე ციხიდან გამოვიდა, მანანას იქ არ უცხოვრია, ცოტნე ახლოს არ იკარებდა მას. ჩემ მიმართაც ნეგატიური კომენტარები ცოტნეს ავადმყოფობის შემდეგ წამოვიდა, როცა დაინახეს, რომ ცოტნეს ტვინში შეუქცევადი პროცესები მიდიოდა. მანამდე ამას ვერავინ ბედავდა, პირიქით, ქება-დიდება მესმოდა ხოლმე..." განაცხადა ჯაბაურმა.








0
355
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
355