x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სამშობლოს მოღალატე არ უნდა მოკლა, მისი თითოეული ცხოვრების წამი სიკვდილის ნატვრა უნდა იყოს.
image

ეს ერთ სურათზე ჩარივით დაგდებული უკრაინის არმიის ფორმიანი და მეორე სურათზე "გაბღენძილი" ერთიდაიგივე პირია, უკრაინის რადას წევრი, პარტია "ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის" თანათავმჯდომარე ვიქტორ მედვედჩუკია, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა სამშობლოს ღალატის ბრალდებით, ეს გარეწარი უკრაინის მოღალატე უკრაინის არმიის ფორმით აპირებდა უკრაინიდან გაპარვას, რა დროსაც იქნა დაკავებული.


გასული წლის მაისში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მედვედჩუკს ბრალდებად წაუყენა სამშობლოს ღალატი, მაგრამ იმუნიტეტის გამო მას საქმის ბოლომდე გამოძიებამდე საშინაო პატიმრობა მიუსაჯეს და ქალაქიდან გაუსვლელობაზე მოაწერინეს ხელი, გარდა ამისა ფეხზე გაუკეთეს სპეციალური ელექტრონული სამაჯური რომელიც აფიქსირებდა და რეალურ დროში გადასცემდა პროკურატურას თუ სად იმყოფებოდა მედვედჩუკი.


მედვედჩუკმა სამაჯური თვითნებურად მოიხსნა და ქვეყნიდან უკრაინის არმიის ფორმით გაქცევა სცადა რა დროსაც დააკავა უკრაინის უშიშროების სამსახურმა.
"შენ შეგიძლია გაიქცე, შეინიღბო უკრაინული სამხედრო ფორმით, მაგრამ შენ ვერ გაექცეოდი დამსახურებულ სასჯელს" ასე მიმართა მას დაკავებისას უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიცერმა.



უკრაინის პრეზიდენტმა კი რუს აგრესორებს შესთავაზა მედვედჩუკის გაცვლა ტყვე უკრაინელ სამხედროებში, თუმცა რუსეთის დიქტატორმა ამაზე უარი განაცხადა.


უკრაინაში არაა სიკვდილით დასჯა, მაქსიმალური სასჯელია მუდმივი პატიმრობა, მაგრამ მედვედჩუკს, როგორც სამშობლოს მოღალატეს უნდა შეუქმნან ჩემი აზრით ისეთი პირობები, მისი ციხეში ყოფნის თითოეული წამი სიკვდილით ნატვრით იწყებოდეს და მთავრდებოდეს.


ეს არაა სიძულვილის ენა, ესაა სამშობლოს მოღალატის ხვედრი, ის არ იმსახურებს ისეთ მოპყრობას, როგორსაც ჩვეულებრივი პატიმრები იმსახურებენ.
ნახეთ ეს ჩვრად ქცეული არარაობა, რომელმაც სამშობლოს უღალატა აგრესორი რუსეთის სასარგებლოდ.


image

0
253
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
253