x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508493
"არაფერი ქალბატონო, მეტრიანია მეთქი!" - სახალისო ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება
image
სახალისო ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელში ჯგუფი Mcvane.Ge ავრცელებს:


"ჩემს საქმეზე მივდივარ მარშუტკით და ამოვიდა ერთ გაჩერებაზე ქალი, აი, ლამაზი კი, მაგრამ რაღაც თავხედურად ლამაზი რომაა, რაიმეს თქმას კი არა მზერასაც, რომ ვერ გაუბედავ და მიწის რომ არ გგონია... ჰოდა, მეც ერთი კი შევავლე თვალი, მაგრამ ეგრევე მოვარიდე... მოარიდებდი...


ფანჯარაში დავიწყე ცქერა. ის კი გავიფიქრე ნეტა ჩემს გვერდით დაჯდეს მეთქი... ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, მართლაც გვერდით თავისუფალ სავარძელს გაუსწორდა, ის იყო გავაზე ხელის დასმით კაბა შეიკეცა, ცოტა დაიქაჩა კიდეც და ჰა, რომ უნდა დაჯდეს, ამ დროს დაძრა ზუსტად მანქანა იმ ჩემი ცოდვით სავსემ....


ქალი ჯერ ერთ მხარეს შეყანყალდა, მერე მეორე მხარეს, წინ, უკან, რაღაცნაირად ჰაერში აიწია და ზედ ჩემს ბარძაყზე დასკუპდა თავისი მოხდენილი საჯდომით... ჰო, დამავიწყდა მეთქვა, ჩემი საყვარელი ბევრჯიბიანი შარვლის გვერდითა ჯიბეში, ქართულად რა ქვია არ ვიცი და სიგრძის საზომი ხვეულა რომაა, “რულეტკა", ეგრეთწოდებული “მეტრიანი" აი ეგ მედო და ქალს, რომ ტკივილისგან თავშეკავებული გმინვა აღმოხდა, ზუსტად მაგ დროს ვიგრძენი მეც ბარძაყის ტკივილი...



მყარია ეს “რულეტკა" თან ეტყობა ისეთი კუთხით იდო, ზუსტად წიბო მოხვდა... ამ დროს ტკივილის პირველი დასაამებელი საშუალებაა ხელის სმა მტკივან ადგილზე, რასაც მე დიდის გულმოდგინებით შევუდექი ჩემს ფეხზე, მაგრამ ქალი აბა იგივეს როგორ მოახერხებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მხოლოდ ეს აღმოხდა ტკივილისაგან, გამწარებით:


რა გაქვს ასეთიო!!! ფრიად შეწუხებულმა შექმნილი მდგომარეობით და რომ ვერაფერს ვშველოდი, ბრიყვული მიამიტობით, თუ მიამიტური სიბრიყვით ჩავილაპარაკე, არაფერი ქალბატონო, მეტრიანია მეთქი! უცებ გაშეშდა, მერე ისე ჩამომხედა, რომ გამაცია და კბილებში გამოცრა: “იდიოტი"! და რაც შეიძლება შორს, უკანა სავარძლებისკენ დაიძრა... მე კიდევ ასე დავრჩი დამაჯერებლობისათვის ამოღებული ჩემი “რულეტკით" და ჰასაცააატირდებაღიმილით...


გაუბედავად გავიხედე უკან და უკვე იცინოდა... ღმერთო, როგორ უხდებოდა სიცილი.. ავტორი? გაუბედავად გავიხედე უკან და უკვე იცინოდა... ღმერთო, როგორ უხდებოდა"...

0
1030
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1030
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0