x
image
თამილა გურაშვილი
ირმა სარაული: " ჩემი, შენი, ჩვენი ზვიოს" შესახებ..."

image

" ჩვენი ზვიო" - (აუცილებლად წაიკითხეთ)
სოციალურ ქსელში უცხო არაა ცნობილი პიროვნების წარდგენა და მასზე ათასი ლამაზი, საქებარი სიტყვის წერა.
დიახ, ასეა. მაგრამ დღეს ჩემი რესპოდენტი ერთი უბრალო, ალალი ბიჭია. შეიძლება უკვე ბევრმა იცით მისი სახელი, მაგრამ ახლა მინდა სხვა რაკურსით დაგანახოთ ერთი კარგი ადამიანი, რომელიც უამრავი სიძნელის მიუხედავად ყოველთვის დადებით ემოციებს ურიგებს გარშემომყოფებს.რომელიც ნამდვილად მისაბაძი მაგალითია სხვებისთვის.
მე არ ვიცნობ მას პირადად. მაგრამ შორიდან მაქვს შეხება რამდენიმე წელია და ადვილად დავინახე ის პოტენციალი, დადებითი მუხტი და შემართება, რომელიც მასში დევს და აძლიერებს მას როგორც ადამიანს.
ზვიად ხუბულური სოციალურ სივრცეში არსებული ჩემი ჯგუფის - "ნიჭიერთა სამყარო" - ს ადმინი და ჩემი მარჯვენა ხელია.
საოცრად ინტელექტუალური, აქტიური, ენერგიული, იუმორით სავსე ახალგაზრდაა. უყვარს სიცოცხლე, სირთულესთან ბრძოლა.უყვარს ადამიანები, უყვარს უსასრულოდ სწავლა...
ზვიადი იმდენად აქტიურია, იმდენად პოზიტიური, რომ მართლაც მაოცებს მისი ასეთი შემართება.
რადგანაც იგი იმაზე ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე მის შესაძლებლობებს შეუძლია შეუფარდოს სხვამ შორიდან ერთი შეხედვით.
მოდით ახლა მიზეზი ავხსნათ ...რატომ იწვევს ჩემს და არა მარტო ჩემს გაოცებას ეს ახალგაზრდა ადამანი.
- ზვიადი ხუბულური. დაიბადა გორის რაიონის სოფ. ახალუბანში. 1977 წლის 23 აგვისტოს.
სამწუხაროდ იგი შშმ პირია. ზვიადი დაბადებიდან ტოტალურად(100%) უსინათლოა! პარალელურად აქვს სმენის პრობლემაც. დაამთავრა თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა -პანსიონი. აქვე მინდა აღვნიშნო რომ, შშმ პირია მისი უფროსი ძმაც.
ახლა ალბათ ყველასთვის ნათელი გახდა, რატომ ვწერ მასზე ამდენს და ასე
სასიამოვნოდ რატომ მაოცებს მისი უსაზღვრო შესაძლებლობები.
უსინათლო ადამიანების ცხოვრება, ძირითადად მდორედ, ერთფეროვნად მიედინება. ალბათ ყველას წარმოდგენილი გაქვთ როგორ ზიან მუდმივად ერთ ადგილზე ან მხოლოდ ოთახში გადაადგილდებიან სხვისი დახმარებით და უფერული ცხოვრებით ცხოვრობენ.
არა, ბატონო, ზვიადიმ სხვა გზა აირჩია. გზა რომლის გავლასაც ხშირად თვალხილული ადამიანებიც ვერ ახერხებენ. მიუხედავად იმის, რომ სკოლის შემდეგ უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო, მაინც ახერხებს იზრუნოს თვითგანვითარებაზე და ეს მშვენივრად გამოსდის.
ზვიადის უყვარს ლიტერატურა. უყვარს კითხვა. რა თქმა უნდა აქვს სპეციალური პროგრამა, რომლითაც თვალხილულებზე ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია ინტერნეტ სივრცეში. ზვიადი ნაკითხი და გონებაგახსნილი ახალგაზრდაა, რომელთანაც შეგიძლია თავისუფლად ისაუბრო ყველანაირ თემაზე! მუდმივად მუშაობს საკუთარ თავთან.ის სხვებსაც ეხმარება თუ კი მას მართავენ.
პირადად მე, წიგნის დასაბეჭდად გაგზავნოს პროცესში, ხშირად დამჭირვებია მისი დახმარება კომპიუტერით. დიახ, არ გაგიკვირდეთ.
ზვიადის არ უჭირს ეს. პირიქით. კომპიუტერით მუშაობა მისი სტიქიაა.
არასოდეს არ არის პესიმისტური არც თავად და არც მის გარშემო მისცემს მოწყენის ნებას სხვას. ხუმრობა უყვარს... სიმღერა, ადამიანები უყვარს თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით და არასოდეს განსჯის მათ. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალიან რთულია იყო უსინათლო ამ ისედაც უკუღმართ ცხოვრებაში.
ვერ ხედავდე ვერავის. არ იცოდე როგორია დედაშენი. სამყაროს ვერ ხედავდე ზუსტად ისეთს, როგორიც რეალურადაა. რთულია, მაგრამ არა უსაშველო. უსინათლოებს საკუთარი, განსხვავებული სამყარო აქვთ. საოცარი ოცნებებით მორთული. მათი სამყარო მიუწვდომელია თვალხილულთათვის. მაგრამ შეიძლება იყოს ბევრად ფერადი, ვიდრე სხვების.
დიახ, უამრავი პრობლემა აქვს სოფელში მცხოვრებ ზვიად ხუბულურს,
მაგრამ არასოდეს არ საუბრობს უარყოფითი მუხტით. არავის აწუხებს. არ უყვარს გაჭირვებაზე წუწუნი.
დედამისს აქვს სოფელში პატარა მაღაზია.
ზვიადი დედასაც ეხმარება იქ. მისი სხარტი გონება ყველგან წვდება.
დასანანია, ზვიადის ნაირი ადამიანის უსინათლოა. რომ არა ეს პრობლემა
ალბათ უფრო მეტს შეძლებდა, იმდენად მიზანმიმართული ადამიანია. არასოდეს არ ამახვილებს ყურადღებას საკუთარ მხედველობა და არავის ახვევს თავზე, რომ დაინახონ ის როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.
ჯგუფის საკამათო საკითხებზე გვიწევს ხან ადმინისტრაციას საუბარი, კამათი.
ამ დროს ყველას გვავიწყდება რომ ზვიადი უსინათლოა. ზოგჯერ წამომცდენია მის მიმართ "რატო მოხდა ასე ვერ დაინახე?" და უცებ გავჩუმებულვარ. რა ჩემი ბრალია დავიწყებას მიზეზს თავად რომ გვაძლევს? ზვიადი
ყველაფერს ხედავს რაც ჯგუფში ხდება
ზვიადის არ გამორჩევა არაფერი. მან იცის ვინ რას და როგორ წერს
როდის შემოდის ჯგუფში ახალი ავტორი და როგორია ის. ყველაზე პირველი იგებს, თუ სადმე რამე შეცდომაა. მას. ულევი ენერგია გააჩნია რომელსაც კეთილ საქმეში ხარჯავს.
ჰოდა, რა გასაკვირია დაგვავიწყდეს რომ იგი უსინათლოა.
ეს მისი დამსახურებაა. მისგან წამოსული სითბო გვავიწყებს. მისი პოზიტიურია და კარგი ადამიანობა.
ბევრი რამის დაწერა შეიძლება მასზე. ყველაზე დიდებული ისაა, რომ მიუხედავად მისი სერიოზული პრობლემის, ფარხმალს არასოდეს არ ყრის და უფრო და უფრო წინ მიიწევს მეტი და მეტი შემართებით. ბრძოლის უნარიანობა, მეტის ცოდნა-ესაა ზვიადის ძალა.
მიხარია რომ ვირტუალურად მაინც ვიცნობ ზვიადის. მართლაც დიდ ადამიანს.
გაცნობის წუთებიდანვე მივხვდი, რამდენად კარგი მოსაუბრე, ინტელექტუალური და სიცოცხლეზე შეყვარებულია. მივხვდი, რომ ზვიადი იყო ის ადამიანი, რომელიც მე ჯგუფში მჭირდებოდა, რომ ნდობა გამომეცხადებინა და მხარდამხარ გვემუშავა წარმატებული, ლიტერატურული ჯგუფის შესაქმნელად. რასაც დღეს დღეობით მართლაც მივაღწიე და ამით ამაყობს კიდეც ზვიო, საკუთარი შვილივით თავზე დასტრიალებს და ზრუნავს.
მიხარია რომ ზვიადი ჯგუფის დაარსების პირველი დღეებიდანვე მოვიწვიე ჩემთან ადმინისტრატორად. ვფიქრობდი რომ ამით მას მცირე ასპარეზი მაინც შევთავაზე ყოველდღიური ცხოვრების გასალამაზებლად.
თუმცა კი, მგონი პირიქით მოხდა - ახლა ზვიადი მთელს ჯგუფს ულამაზებს ყოველდღიურობას მათ მიმართ გამოხატული დიდი, დაუზარელი ყურადღებით.
მართლაც რომ სანიმუშო ადამიანია. მინდა აუსრულდეს ყველ ოცნება, ყავდეს საკუთარი ოჯახი, შვილები. უბრალოდ, მინდა იყოს ბედნიერი.
დიდი სურვილი მაქვს ჩემი, მწერლის თვალით დანახული ზვიადი გაიცნოს ხალხმა. რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურამდე მივიდეს მცირეოდენი ინფორმაცია - "ჩემი, შენი, ჩვენი ზვიოს" შესახებ.ის ნამდვილად იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე დღევანდელი დღეა მისთვის." - წერს მწერალი ირმა სარაული
0
21
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0