x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
მსოფლიოს ხალხთა ს@ქსუალური წეს-ჩვეულებები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ

image


სექსუალური ტრადიციები და წეს - ჩვეულებები თითქმის მსოფლიოს ყველა ერს აქვს, თუმცა მათ შესახებ შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, მიუხედავად იმისა რომ ბევრი მათგანი სრულიად გაუგებრად და ველურადაც კი გამოიყურება, ადამიანები მათ მაინც სათუთად იცავენ და უფრთხილდებიან. დღევანდელ სტატიაში ვისაუბროთ სწორედ იმ შენარჩუნებულ სექსუალურ ტრადიციებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე ახსოვთ და პატივს სცემენ.





1. "სიყვარულის ქოხი" მოზარდებისთვის


image


უმეტესს ქვეყნებში როგორც წესი, მამები ცდილობენ თავიანთი მცირეწლოვანი ქალიშვილები საპირისპირო სქესისგან რაც შეიძლება დიდხანს დაიცვან. კამბოჯის კრეუნგის ტომში კი ყველაფერი პირიქითაა. აქ კაცები თავიანთი ქალიშვილების ადრეულ რომანტიკულ ურთიერთობებს არა მხოლოდ იწონებენ, არამედ მათთვის სპეციალურ "სასიყვარულო ქოხებსაც" კი აგებენ, სადაც გოგონებს უკეთ გაცნობის მიზნით შეუზღუდავი რაოდენობის მიჯნურის მიყვანა შეუძლიათ. ტომის წეს-ჩვეულების მიხედვით, პაემანი შეიძლება მანამდე გაგრძელდეს, სანამ ქოხის პატრონი თავისი ოცნების ბიჭს არ იპოვის, რომელსაც საბოლოოდ, საკუთარ ცხოვრებასაც დაუკავშირებს. აღნიშნული პრაქტიკა დაკავშირებულია კანონთან, რომლის მიხედვითაც დაქორწინებული წყვილების განქორწინება კატეგორიულად იკრძალება.





2. ძმურად გაზიარება


image


ნეპალში ზოგიერთი ტომი ე.წ. "ძმური პოლიანდრიის" მომხრეა, რაც რამდენიმე მამაკაცის მიერ ერთი ქალის ერთმანეთში გაყოფას გულისხმობს. როგორც წესი, ასეთი ფენომენი მამრობითი სქესის სისხლით ნათესავებს შორის (პირველ რიგში, ძმებთან) გხვდება. ითვლება, რომ ეს ტრადიცია მიწის ნაკლებობის გამო გაჩნდა. იმის ნაცვლად რომ ძმები დაქორწინდნენ და ცალ - ცალკე ოჯახებად იცხოვრონ, ისინი ერთ ქალზე ქორწინდებიან და ცხოვრებას ერთ ჭერქვეშ აგრძელებენ, იყენებენ რა საზიაროდ ერთ ნაკვეთ მიწასაც.





3. ღალატის ღამე


image


ინდონეზიაში დღესასწაული სახელწოდებით "პონ" წელიწადში 7-ჯერ იმართება. ამ დღესასწაულის ფარგლებში, მეუღლეებს ერთმანეთის ღალატის უფლება ეძლევათ. დღესასწაულის მონაწილეებს სჯერათ, რომ ამ გზით ისინი იღბლის მოზიდვას შეძლებენ, ხოლო ადგილობრივთა აზრით, ყველაზე ბედნიერი სწორედ ის ადამიანი იქნება, ვინც წელიწადში 7-ჯერ სექსუალური ურთიერთობის დამყარებას ერთსა და იმავე უცნობთან მოახერხებს.





4. სექსი ტანსაცმლით


image


ირლანდიიდან არც თუ ისე შორს, პატარა კუნძულ ინის ბიგზე, ცხოვრობს თემი, სადაც სექსი სამარცხვინო გატაცებად ითვლება. ამ საზოგადოების წევრებს სიყვარულით დაკავება მხოლოდ საცვლებით, გაშიშვლების გარეშე შეუძლიათ.





5. ექსჰიბიციონიზმი, როგორც ფლირტის საშუალება


image


კუნძულ ბუგენვილის (შედის პაპუა-ახალი გვინეას სახელმწიფოს შემადგენლობაში) მკვიდრი ქალები თავიანთი ინტიმური ადგილების საჯარო დემონსტრირების საშუალებით პარტნიორების მიზიდვის რიტუალს ატარებენ. ჩვეულების თანახმად, თუ ქალი მსგავსს ქმედებას სჩადის, ეს ნიშნავს რომ ის მამაკაცს სექსუალური ურთიერთობის დასამყარებლად იხმობს.





6. სექსის - გაკვეთილები


image


წყნარ ოკეანეში მდებარე პატარა კუნძულ მანგაიას მცხოვრებლებს ერთი უცნაური ჩვეულება აქვთ, რომლის მიხედვითაც ისინი ახალგაზრდა თაობას სექსუალურ სიბრძნეს გადასცემენ. როგორც კი ბიჭი 13 წლის სრულდება, ის პარტნიორად - მოწიფულ ქალს ირჩევს, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ ყველა ინტიმურ საიდუმლოს უზიარებს. "მასწავლებლის" მთავარი ამოცანაა - აუხსნას "მოსწავლეს" თუ როგორ გაახანგრძლივოს სქესობრივი აქტი, რათა მისი მომავალი მეუღლე ყოველთვის დაკმაყოფილებული იყოს.





7. მამაკაცურობის კოქტეილი


image


კიდევ უფრო უცნაური ექსპერიმენტის მსხვერპლნი სამბიის თემის (კვლავ პაპუა-ახალი გვინეა) მოზარდები არიან. აქ ბიჭების ქალებისგან იზოლაცია მთელი სამი წლით ხდება, რათა ისინი შემთხვევით არ ეცდუნონ, თუმცა ეს ყველაზე უარესი არ გახლავთ. იზოლაციის პერიოდში მოზარდებს სპეციალური კოქტეილის დალევაც კი უწევთ, რაც ადგილობრივთა რწმენით, მათ ჭეშმარიტ მამაკაცებად აქცევს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს სასწაულმოქმედი სასმელი ტომის უხუცესთა სპერმის ბაზაზე მზადდება.





8. სიყვარული პატარა ძმების მიმართ


image


უმეტესს ქვეყნებში ზოოფილია უკანონოდ ითვლება, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, ლიბანში მამაკაცებს შინაურ ცხოველებთან ინტიმური ურთიერთობის დამყარების უფლება ოფიციალურად ეძლევათ, თუმცა ერთი პირობით - ცხოველი აუცილებლად მდედრი უნდა იყოს. მამრთან ურთიერთობისთვის მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. ასეთი ურთიერთობები 2015 წლამდე დანიაშიც იყო დაშვებული, თუმცა იქ ცხოველებთან "სიყვარული" აპრილში აიკრძალა, აღნიშნული კანონის დამრღვევს კი სასჯელის სახით ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





9. სექსი მოწმეების თვალწინ


image


ქალაქ კალიში, რომელიც კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, ქორწილის ღამესთან დაკავშირებით ერთი ფრიად საინტერესო ჩვეულება არსებობს, რომლის თანახმადაც, გოგონამ პირველი სექსუალური კავშირი მეუღლესთან დედის თანდასწრებით უნდა დაამყაროს, რომელიც ამ შემთხვევაში მოწმის ფუნქიას ითავსებს.



საჩვენებელი ღამე



მსგავსი პრაქტიკა მარკიზის კუნძულებზეც (საფრანგეთის პოლინეზია) მოქმედებს. ადგილობრივ მცხოვრებთა შორის გავრცელებული ჩვეულების მიხედვით, მეუღლეები ინტიმურ ურთიერთობას შთამომავლების თვალწინ ამყარებენ, რათა მათ სამომავლოდ ყველაფრის დამახსოვრება შეძლონ.




0
920
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
920