x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბორის ჯონსონი იმუქრება, რომ რუსეთს ბირთვულ დარტყმას მიაყენებს "ნატოს" დაუკითხავად
imageბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, ლონდონს თავად შეუძლია გადაწყვიტოს საპასუხო ბირთვული დარტყმა, თუ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება მასობრივი განადგურების იარაღი. მან აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია საპასუხო დარტყმა "ნატოსთან" შეთანხმებისა და კონსულტაციების გარეშე განახორციელოს. ჯონსონმა აღნიშნა, რომ ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხში ლონდონი არ გაითვალისწინებს ბლოკის ქვეყნების პოზიციას.


გარდა ამისა, ჯონსონმა მოუწოდა მოკავშიე ქვეყნებს უკრაინას რაც შეიძლება მეტი იარაღი მიაწოდონ, რადგან, მისი თქმით, რუსეთთან "მოლაპარაკება შეუძლებელია".

ამ განცხადებას როსკოსმოსის ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი გამოეხმაურა.

"ბორის, თუ "სარმატს" გამოიყენებთ, ვეღარცერთი თქვენთაგანი ვეღარ "გაუწევთ ერთმანეთს კონსულტაციას" და თქვენი თმის დავარცხნელიც აღარავინ იქნება ბატონო პრემიერო-მინისტრო" ”- დაწერა როგოზინმა ტელეგრამის არხზე.


"სარმატი"(ნატოს კლასიფიკაციით SS-X-30) არის შახტაზე დაფუძნებული მეხუთე თაობის რუსული სტრატეგიული სარაკეტო სისტემა მძიმე მრავალსაფეხურიანი საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა თხევადი საწვავით.რაკეტის სიგრძე 35, 5 მეტრია, დიამეტრი 3 მეტრი, სასტარტო მასა 208 ტონა, საბრძოლო ბლოკის რაოდენობა 10 ცალი, ასაფეთქებელი მასა 10 ტონა, სიშორე 18 000 კილომეტრი, აფეთქების სიმძლავრე 750 კილოტონა სათითაოდ და 8 მეგატონა მთლიანად.

მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უნდა მოხდეს დეზინფორმაციის გავრცელების სამართლებრივი შეფასება იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს.

1
519
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
519
  
2022, 5 აგვისტო, 7:47
ეჰ დალია ბორია ჯონსონმა ჩაილურის წყალი.
0 1 1