მხატვრობა "კიევის მადონა" - როგორ იქცა ფოტო კიევის მეტროდან ჯერ ნახატად და მერე ხატად 2022, 22 აპრილი, 11:02
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელდა მეძუძური დედის ფოტო, რომელიც კიევის მეტროს პლატფორმაზეა გადაღებული.
ფოტო გახდა არა მხოლოდ ვირუსული, არამედ მის მოტივებზე შეიქმნა ნახატი, შემდეგ კი ხატი, რომელიც ამჟამად ნეაპოლის ერთ-ერთ ტაძარშია განთავსებული. ბავშვიანი ქალი მეტროში კიეველი ტატიანა ბლიზნიაკი არის, ქალიშვილ მარიჩკასთან ერთად, რომელიც ფოტოს გადაღების დროს სულ რაღაც ორი თვის იყო. 25 თებერვალს ტატიანამ, მისი ქმარმა მიხაილმა, მათმა პაწია ქალიშვილმა და მოპსმა სახელად ფიბი, მეტროს შეაფარეს თავი, როდესაც კიევში საჰაერო თავდასხმა დაიწყო. მეტროს ცივ მარმარილოს კედელს მიყრდნობილი ტატიანას ფოტო, რომელიც ბავშვს კვებავს, Teleks-ის უნგრელმა ჟურნალისტმა ანდრას ფელდეშმა გადაიღო და საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე გამოაქვეყნა. სურათი მაშინვე გახდა ვირუსული. ქალის ფოტო პატარასთან ერთად, რომელიც ემალება ბომბებს უმალ მხატვრების შთაგონების წყარო გახდა. ილუსტრატორმა მარინა სოლომენიკოვამ დნიპროდან ტატიანას ფოტო ინტერნეტში ახალი ამბების დათვალიერების დროს აღმოაჩინა. ”ყველაფერი, რაც ვნახე და წავიკითხე, მაშინვე გადავხარშე ჩემს თავში - ეს ქალი შვილთან ერთად იყო ყველა უკრაინელი დედის სიმბოლო, რომელიც უნდა დაემალოს რუსული იარაღს თავშესაფრებში”, - ამბობს მარინა. ამის შემდეგ მარინას ილუსტრაცია საკუთარ გვერდზე ვატიკანის სამდივნოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტმა ჯეიმს მარტინმა გამოაქვეყნა. ქალის გამოსახულებას შარავანდედით " კიევის მადონა" გახდა და ეს ხატი ამჟამად იტალიაში ნეაპოლის ერთ-ერთ ტაძარს ამშვენებს, კერძოდ ფრანცისკანელი დების სკოლის სამლოცველოს. ხატის ფოტო "ფეისბუქზე" უკრაინელმა იეზუიტმა მღვდელმა ვიაჩესლავ ოკუნმა გამოაქვეყნა, რომელიც ახლა რომში სწავლობს. მარინა სოლომენიკოვამ მოკრძალებულად აღნიშნა, რომ მან უბრალოდ კარგი ილუსტრაცია დახატა. 336 3-ს მოსწონს
|