x
image
Teklamaisuraze
თუ ეს 4 ქცევა შეამჩნიეთ, ე.ი. ვიღაც თქვენს მოხიბვლას ცდილობს

ყველა ადამიანი ბავშვობიდან ეძიება თავის თავს და ცდილობს საპატიო ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში.


როგორ ახდენს ადამიანი თავისი პიროვნების თვითპრეზენტაციას?


კვლევების მიხედვით, ყველა ადამიანი ცდილობს რაიმეზე შთაბეჭდილების მოხდენას ანუ ყველა ადამიანი ცსილობს გავლენა იქონიოს სხვაზე ან მასზე სასურველი შთაბეჭდილება მოახდინოს.

შთაბეჭდილების მართვა არ ნიშნავს მაინცდამაინც მოტყუებას, ზოგადად ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი ჩვენი იმ მხარეების გამოვლინება, რომლისაც გვრცხვენია.და ჩვენი აზრით სხვებს ჩვენზე უარყოფით წარმოდგენას შევუქმნით.

ფსიქოლოგია

შთაბეჭდილებების სამართავად გამოიყენება აგრეთვე ფიზიკური ანტურაჟი. მაგ.როცა ახალგაზრდა ექიმი, სოლიდური ექიმის შთაბეჭდილება რომ მოახდინოს, შეიძლება ისე ჩაიცვას და ისაუბროს როგორც ასაკოვანმა და მიუახლოვდეს ტრადიციულ სახეს.

თვითპრეზენტაციის გამოყენება ხდება 2 მიზეზით:

1. შთაბეჭდილების მართვა გცეხმარება პირადი მიზნების მიღწევაში.

2. გვეძლევა საშუალება გარესამყაროს თავი დადებით პიროვნებად წარვუდგინოთ.

image

შევთანხმდეთ, რომ თვითპრეზენტაცია არ არის მოტყუება. რა არის მოხიბვლა. მოხიბვლა არის მოტგუება, რომელსაც ადამიანი სხვებისთვის თავის მოსაწონევლად იყენებს.

არსებობს მოხიბვლის 4 ძირითადი ტაქტიკა:

1. პირფერობა მეორე ადამიანის წინაშე.

2.თავის მოჩვენება მეორე ადამიანის მიმართ, თითქოს საერთო შეხედულებები და განწყობები აქვთ. ამითი, საზოგადოდ ადამიანს მოსწონს მისნაირი ადამიანი, რომელიც მას ეთანხმება.

3. კეთილგანწყობის მოსაპოვებლად რაიმე სამსახურის გაწევა.საჩუქრის მიძღვნა ან რამე.

4. სასურველი კუთხით თავის წარმოჩენა, თითქოს ჰქონდეს ის თვისებები, რაც ფასობს მის კულტურაში, - გონიერება, პატიოსნება, სიკეთე.

image

რაში სჭირდება ადამიანს მოხიბლოს სხვა მეორე ადამიანი?

ამას 3 ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს:

1. მიზნის ღირებულება, რისთვისაც ადამიანი იყენებს ამ ქცევას.

2. მოლოდინი, რომ მოხიბვლის ტაქტიკა წარმატებას მოუტანს

3. მესამე შემთხვევაში უფრო სამსახურებში, როდესაც ზემდგომ პოზიციაზე მყოფი ადამიანის მოხიბვლას ცდილობს უფრო ქვემდგომი.

0
451
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0